reportiori.ge - ადამიანებზე ზემოქმედების კანონები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:09
სხვადასხვა
ადამიანებზე ზემოქმედების კანონები
09 მაისი, 2014. 14:23



არის შემთხვევები, როცა ურთიერთობებში მანიპულაციის გამოყენება საჭიროა. ადამიანებით მანიპულირება ურთიერთობებისას ძლიერი იარაღია. თუმცა მისი გამოყენება ფარული უნდა იყოს. როცა ვერ ახერხებთ თავის დაცვას და გამოუვალ სიტუაციაში ხართ, მაშინ გამოიყენეთ ეს წესები, რაც თავდაჯერებულობის მომატებაში დაგეხმარებათ:

 


1.         გაიგეთ მანიპულირებენ თუ არა თქვენზე.

იმისათვის, რომ გაგიადვილდეთ სამომავლოდ თავის დაცვა და საჭიროების შემთხვევაში თავდასხმა, საჭიროა გამოავლინოთ თუ როგორ მანიპულირებენ თქვენზე. დააკვირდით ადამიანების ქცევებსა და ჟესტებს, მათ "სხეულის ენას", საუბრის მანსა და სიჩქარეს. თუ რა სიტყვებს იყენებს მოსაუბრე ხშირად და ყველაზე მთავარი, როდესაც გესაუბრებიან და თქვენ ეჭვი გაქვთ, რომ ცდილობენ თქვენით მანიპულირებას, აუცილებელად გაამახვილეთ ყურადღება უფრო მეტად იმაზე, თუ რატომ გეუბნებიან და გელაპარაკებიან ამა თუ იმ თემაზე, ვიდრე რას ამბობენ და როგორ.


2.             შეინარჩუნეთ სიმშვიდე, წონასწორობა. წარმოუდგენელია ადამიანზე მოახდინო მანიპულირება თუ ვერ აკონტროლებ საკუთარ თავს. ისწავლეთ საკუთარი თავის მართვასანამ შეეცდებით სხვაზე ზეგავლენის მოხდენას.

იმისათვის, რომ გაგიადვილეთ ეს უკანასკნელი, არსებობს რიგი ვარჯიშებისა:

. დაუკვირდით საკუთარ აზრებსა და ფიქრებს,

. იყავით მობილიზებული და კონცენტრირებული.

. მოერიდეთ ზედმეტ არასაჭირო ქცევებს, იქნება ეს ფეხის მოუსვენარი მოძრაობა თუ ხელებისა და მხრების გაუაზრებელი მოძრაობები.

. დააკვირდით ჩამოყალიბებულ ადამიანებს, იქნებიან ეს პოლიტკოსები თუ მაღალი რანგის სხვა ადამიანები. ნახეთ თუ როგორ იქცევიან ისინი და გაავლეთ პარალელები. დაკვირვების შემდეგ კი გამოიტანეთ სათანადო დასკვნები და დაიწყეთ თქვენი მანერების დახვეწა.


3.             მანიპულირება შაბლონებზე-ძალიან ადვილია მანიპულირების ამ ხერხის გამოყენება. ადამიანების უმეტესობა მიჩვეულია რუტინულ კითხვა პასუხს, მაგალითისათვის "გამარჯობა,როგორ ხარ ? რას შვები ?" და ამ კითხვებზე მეტნაკლებად ერთი და იგივე პასუხია. ლაპარაკისას არსებობს ბევრი ასეთი კითხვა რომლებზე საპასუხოდ ყველა ადამიანი მომზადებულია, როგორც კი განსხვავებული კითხვა ან განსხვავებული პასუხი ესმის ადამიანს მისი ტვინი იწყებს ფიქრს თუ რა პასუხი გასცეს დასმულ კითხვას, ეს კი თქვენ დროში გაძლევთ უპირატესობას, თანამოსაუბრეს კი უქმნის დისკომფორტს. ეს შეეხება ასევე საქციელს, თქვენ თუ გააკეთებთ ისეთ რამეს რაც გაკვირვებას და გაოცებას იწვევს კონკრეტულ სიტუაციასა და ადამიანებში ეფექტი იგივე იქნება. ნუ იხელმძღვანეელბთ შაბლონებით. განსხვავებული კითხვა პასუხი და ქმედებები ყოველთვის არის საბაბი სხვა ადამიანების დაბნევისთვის.


4.             ძალიან დიდი მნიშვნელება აქვს მზერას. გამოხედვისას შეიძლება ბევრი რამის წაკითხვა ადამიანის თვალებში. გახსოვდეთ , გადმოცემისას როცა უყვებით, ან უმტკიცებთ ადამიანს რამეს, შეეცადეთ ყოველთვის უყუროთ მას თვალებში. ნუ მიაშტერდებით რომელიმე, მარჯვენა ან მარცხენა თვალს, უყურეთ ზუსტად წარბების შუა ადგილს. იმ შემთხვევაში კი თუ თქვენ გელაპარაკებიან და ცდილობენ თქვენს თვლებში ყურებას, მოარიდეთ მზერა.


5.             როდესაც ცდილობთ ადამიანზე მანიპულირებას ან რამის დამტკიცებას გამალებით, აუცილებლად უნდა იყოთ საკუთარ თავში დარწმუნებული. ახსნისას დიდი მნიშვნელობა არავერბალურ ჟესტიკულაციას. ის რასაც ლაპარაკობთ იგივეს უნდა გადმოსცემდეს სხეული თავის მოძრაობებით. როდესაც ხსნით რამეს, თავად კი ხელები ჯიბეში გაქვთ ან გადაჯვარედინებული,   არაფერი არ გამოგივათ. საუბრისას როცა ხსნით რამეს ან გინდათ, რომ დაგიჯერონ, აჩვენეთ ხელის გულები !


6.             მანიპულირებისას დიქციას  ყურადღება მიაქციეთ. ისაუბრეთ საშუალო ტემბრით და მშვიდად. ადამიანი რომელიც საუბრობს ჩქარა, გაურკვევლად და აღელვებულად, რთულია მისი გაგება. დაუკვირდით თქვენს მეტყველებას. თუ ამჩნევთ, რომ არ ხართ კმაყოფილი, აუცილებლად იმუშავეთ მასზე.


7.             თუ გსურთ რომ მიიღოთ დადებითი პასუხი, გამოიყენეთ სოკრატეს მეთოდი, საუბრისას შეეცადეთ ისაუბროთ ისე, რომ დაგეთანხმონ. თქვით 6-7  ფაქტი, რაზეც ყველა თანახმა ხართ და საერთო მოსაზრება გაგაჩნიათ, ხოლო ბოლოსკენ მოიტოვეთ ისეთი რამ, რაზეც გინდათ, რომ დაგეთანხმონ. ასეთ დროს შანსი იმისა, რომ პასუხი მიიღოთ "კი", ძალიან დიდია.

                მანიპულირება შეიძლება ხშირად დაგჭირდეთ კამათისას, ან თუნდაც იმის შემჩნევა მანიპულირებენ თქვენზე გააზრებით თუ გაუაზრებლად. ადამიანური ურთიერთობების გამრავალფეროვნება- განმტკიცებისთვის მცირე ძალისხმევაა საჭირო. მთავარია იცოდეთ მარტივი წესები, რაც ურთიერთობებს გაგიადვილებთ.

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016