„ევროვიზიის“ კონკურსიდან საქართველოს გამოთიშვას, ქართული შოუ-ბიზნესის სახეები Facebook-ზე ეხმაურებიან. მომღერალ ანრი ჯოხაძის აზრს სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი არ დაეთანხმნენ:
„ანრი ჯოხაძე: უკაცრავად მაგრამ 3 წელია თითქმის ერთნაირი შედეგი გვაქვს და ურიგო არ იქნებოდა, ჩვენი საზ მაუწყებელი დაფიქრდეს იმაზე, თუ ვინ კურირებს და ვის აბარია დღეს, რამდენად კომპეტენტურ ხალხს, ევროვიზიის კონკურსი (ყველას არ ვგულისხმობ ცხადია მაგრამ ...)
ის გაურკვეველი სქესი ყველაზე მაგარი სიმღერით გამოვიდა და ყველაზე მაგრა იმღერა გასაგებია, რომ იმიჯი საკმაოდ არასასიამოვნო ჰქონდა, მაგრამ წელს კონჩიტამ ვაჟკაცებს შეუსრულა ისე გამოვიდა :)))))))
სოფო გელოვანი: ანრი, სამი წელი ერთნაირი შედეგი როგორ გვაქვს? ჩვენ ფინალში გავედით! ნუ გვაბრალებ ))))
ნოდიკო ტატიშვილი: მართაალ <3
ანრი ჯოხაძე: სოფო, ნახევარფინალში მეათე ადგილი ფინალში გადასვლას ნიშნავს, მაგრამ ბოლო წამს მე-17-დან მე-15 ადგილზე გადასვლა შედეგი არ არის, ეს თქვენს მაღალი ხარისხის შესრულებას ნამდვილად არ აყენებს ჩრდილს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს პროდაქშენს კარგად რომ ემუშავა და ილუზიებით და ნახევრად რეალობას მოწყვეტილები რომ არ ყოფილიყვნენ, თქვენ მინიმუმ ათეულში უნდა ყოფილიყავით.
სოფო გელოვანი: ანრი, ანუ გინდა თქვა, რომ ჩვენ ერთნაირი შედეგი გვქონდა? ჩემთვის საამაყო აი ეს პრიზია, პრესის პრიზი, რომელსაც გადასცემენ მხოლოდ ევროვიზიის გამარჯვებულებს. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მოვიაზრებოდით ხუთეულში (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ) რატომ განვითარდა შემდეგ ასე მოვლენები, ესეც ნათელია...
ანრი ჯოხაძე: ერთნაირი არა, მე ვამბობ, 3 წელია თითქმის ერთნაირი შედეგი.
რა ვიცი, სოფო, მე-15 ადგილისთვის მიდიოდით, დავიჯერო?! მე არ წავსულვარ green room- ში დასარჩენად, ისევე როგორც მარიკო და "შინი", მაგრამ ეს შედეგები ვინმეს როგორც პროფესიონალს ხომ არ აკნინებს? მე მხოლოდ ფაქტს გავუსვი ხაზი. ყველაზე მთავარი კი არა "ევროვიზიის" შედეგებია, არამედ კარიერა, რომელსაც ვქმნით. არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩემი შედეგის გასაუმჯობესებლად წახვედით, თუ ასეა, მე ვამაყობ.
P.S. რაც შეეხება ხუთეულში "მოვიაზრებოდით" კატეგორიიდან არ ჩამოვთვლი ისეთ "ევროვიზიულ" სამოთხეში მოვიაზრებოდი ჩვენი პროდაქშენისთვის რომ გეკითხა, მაგრამ კი დავრჩი იმ ტახტზე ფინალში გადაუსვლელად.“
საქართველო ევროვიზიის კონკურსზე მარიკო ებრალიძემ და ჯგუფმა "შინ"-მა წარადგინა. ისინი ფინალში ვერ გადავიდნენ. მეორე შესარჩევ ეტაპზე მოხვედრილი 15 ქვეყნიდან ფინალში 10 ქვეყნის წარმომადგენელი გადიოდა.