reportiori.ge - მუნდიალი 2014, გაიცანით - მექსიკის ნაკრები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 23:01
სპორტი
მუნდიალი 2014, გაიცანით - მექსიკის ნაკრები
09 მაისი, 2014. 15:17



ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტიტულისთვის ბრძოლას მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის. პლანეტის 32 საუკეთესო ნაკრები ტურნირის სამზადისშია ჩართული. „რეპორტიორი“ წარმოგიდგენთ მათ და შევეცდებით საკმო ინფორმაცია მოგაწოდოთ თქვენი საყვარელი გუნდის შესახებ.

ჩვენი დღევანდელი სტუმარი მექსიკის ეროვნული ნაკრებია, რომელიც
A ჯგუფში ხორვატიის, კამერუნისა და ტურნირის მასპინძლის - ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ იასპარეზებს.

ჩილი წიწაკის მოყვარულებმა შესარჩევი ციკლი ჩააგდეს და ძლივს გადალახეს საკვალიფიკაციო ეტაპი. მეოთხე ადგილზე გასულებმა პლეი ოფში გააღწიეს, სადაც ნამდვილად გაუმართლათ და მათზე გაცილებით სუსტ ახალ ზელანდიას დაუპირისპირდნენ, რომელთანაც საერთო ანგარიშით - 9:3 იმარჯვეს.

მექსიკის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის არსებობის მანძილზე, 1930 წლიდან, მხოლოდ 5 ასპარეზობა გამოტოვეს, რაც საკმაოდ კარგი შედეგია და მათ ბრძოლისუნარიანობაზე მეტყველებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მექსიკელები
A ჯგუფში ბრაზილიელების წინააღმდეგ იასპარეზებენ. ეს გუნდი ბრაზილიელთათვის მუდამ უხერხული მეტოქე იყო, რამაც შესაძლოა ყველაფერი არიოს და ჩრდილოეთ ამერიკელებს ჯგუფიდან გასვლის შანსი მისცეს.

დორიტოსა და ტაკოს სამშობლოს ეროვნულ ნაკრებს მიგელ ერერა წვრთნის.

მექსიკელთა კარს დიდი ალბათობით მუნიოსი დაიცავს. 34 წლის კიპერს მექსიკელი სპეციალისტი საკმაოდ დიდი ხანია ენდობა.

ყველაზე პრობლემატური რგოლი დაცვის ხაზია. თუმცა ერერა მის აღმოფხვრას ამ პოზიციაზე მოთამაშეთა რაოდენობის გაზრდით ცდილობს. სწორად ამიტომ მექსიკის ნაკრები 5-3-2 ტაქტიკით ასპარეზობს.

ნახევარდაცვა საკმაოდ დაბალანსებულია. სუბიექტური იქნება რომელიმე მექსიკელ შუახეზელს ვარსკვლავი ვუწოდოთ, თუმცა ისინი თავის საქმეს ჯერჯერობით თავს ართმევენ.

შედარებით კარგი სიტუაცია თავდასხმაშია. ერნანდესი, პერალტა და ფაბიანი საკმაოდ დიდ ძალას წარმოადგენენ.

მიუხედავად იმისა, რომ მექსიკის ნაკრებს 23 კაციანი საბოლოო შემადგენლობა არ გამოუქვეყნებია,
Azteca Deportes იუწყება, რომ ფლობს ექსკლუზიურ მასალას იმის შესახებ, თუ ვინ იასპარეზებს 2014 წლის მუნდიალზე.

გთავაზობთ მექსიკური გამომცემლობის მიერ გავცრელებულ შემადგენლობას:

მეკარეები: ოჩუა, კორონა, ტალავერა.
მცველები: აგილარი, ლაიუნი, რეიესი, მარკესი, აიალა, მორენო, სალსიდო, გუარდადო.
ნახევარმცველები: მედინა, ხოსე ვასკესი, ბრიზუელა, მონტესი, პენია, ფაბიანი, ჰერერა.
თავდამსხმელები: ხიმენესი, პულიდო, ჰერნანდესი, დოს სანტოსი, პერალტა.

Azteca Deportes-ის მიერ გავრცელებული შემადგენლობა ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ნაკლებად სავარაუდოა რომ მუნიოსი კარის დარაჯთა სამ კანდიდატში ვერ მოხვდეს. ამასთანავე, როგორც ცნობილი გახდა დოს სანტოსმა უარი განაცხადა ნაკრებში თამაშზე.

აქვე აღსანიშნავია, რომ მუნდიალზე არ იასპარეზებს „სოსიედადის“ ფორვარდი კარლოს ველა, რომელსაც ნაკრების მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტი აქვს.

თუ არ ჩავთვლით ხავიერ ერნანდესს („მანჩესტერ იუნაიტედი“), ანდრეს გუარდადოს („ლევერკუზენი“) და რაფაელ მარკესს („ლეონი“), დანარჩენ ფეხბურთელებს ძალიან ბევრი უკლიათ ვარსკვლავობამდე.

გთავაზობთ ჩვენი წარმოდგენით  სავარაუდო შემადგენლობას:





მექსიკის ნაკრებმა 3 აპრილს ამხანაგური მატჩი გამართა აშშ-ის ნაკრებთან. ჩრდილოეთ ამერიკული დუელი ფრედ - 2:2 დასრულდა. ერერას გუნდი მუნდიალამდე უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრას 31 მაისს, ეკვადორის წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ მექსიკელებს ჯგუფიდან გასაღწევად ბრაზილიის, კამერუნისა და ხორვატიის ნაკრებებთან მოუწევს ჭიდილი.

მექსიკის თამაშების კალენდარი ჯგუფურ ეტაპზე:

13 ივნისი   20:00  მექსიკა - კამერუნი (ნატალი)
17 ივნისი   23:00  ბრაზილია - მექსიკა (ფორტალეზა)
23 ივნისი   00:00  ხორვატია - მექსიკა (რესიფე)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016