მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა და პირობითი სასჯელის მატარებლების და ნასამართლეობის მოხსნებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გააცნო. მისი განცხადებით ყველას უნდა მისცე ახალი შანსი. კრიმინალში ერთხელ მოხვედრილი ადამიანისთვის არ შეიძლება ეს იყოს დამღა მთელი ცხოვრების განმავლობაში. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს არის ჩვენი საზოგადოების გაჯანსაღების და განახლების გზა. სასჯელი მოეხსნება, თითქმის ყველა მსჯაბრდებულს, გარდა განზრახ მკვლელობისა, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობისა, სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის მოქმედება მცირეწლოვან ბავშვთან, ადამიანებით ვაჭრობა, ტრეფიკინგი, წამება, ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა და ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული დანაშაულებებისა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მკვეთრად გაიზარდა დანაშაულის რაოდენობა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამის ზუსტ ინფორმაციას არ იძლევა.
„ თქვენ როგორც იცით საქართველოში ჩატარდა ფართომასშტაბიანი ამინისტია, მე დავადე ამ ამინისტიას ვეტო, მხოლოდ ერთი მოტივით, რომ თუნდაც პედოფილები მაინც არ შეეწყალებინათ, მიმაჩნდა , რომ ასეთი ტიპის ამინისტია იყო გაუმართლებელი. ის რაც გააკეთა პარლამენტმა ეს იყო დიდი შეცდომა, რადგან ამან შექმნა ბევრი პრობლემები საზოგადოებაში. მინდა მოვახდინო იმ ფაქტის კონსტანტირება, რომ შინაგან სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია დანაშაულზე არანაირ ნდობას არ იმსახურებს საზოგადოებაში."