reportiori.ge - რონალდუ, პირლო და ანრი Golden Foot-ის ნომინანტებს შორის მოხვდნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:36
სპორტი
რონალდუ, პირლო და ანრი Golden Foot-ის ნომინანტებს შორის მოხვდნენ
09 მაისი, 2014. 16:30



ყოველწლიური პრემია Golden Foot-ის 10 პრეტენდენტი დასახელდა.

წელს მონაკოში ჯილდოს მოსაპოვებლად ერთმანეთს კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“), უეინ რუნი („მანჩესტერ იუნაიტედი“), ანდრეა პირლო („იუვენტუსი“), იაია ტურე („მანჩესტერ სიტი“), ანდრეს ინიესტა („ბარსელონა“), ფრანკ რიბერი („ბაიერნი“), მანუელ ნოიერი („ბაიერნი“), ტიაგო სილვა („პსჟ“), ტიერი ანრი („ნიუ-იორკ რედ ბულზი“) და მარტა (ბრაზილიის ნაკრები) დაუპირისპირდებიან.

Golden Foot-ის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე დაიწყო ხმის მიცემა, რომელიც 24 აგვისტოს დასრულდება, გამარჯვებულს კი 13 ოქტომბერს, მონაკოში გამართულ ცერემონიალზე დააჯილდოვებენ.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელი
Golden Foot-ის გამარჯვებული „გალათასარაის“ ფორვარდი დიდიე დროგბა გახდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016