reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: დღე-დღეზე შეიძლება ვიხილოთ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებების სერია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:50
ინტერვიუ
ნიკოლოზ მჟავანაძე: დღე-დღეზე შეიძლება ვიხილოთ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებების სერია
09 მაისი, 2014. 17:06



„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე  NDI-ს კვლევის შედეგებს და ირაკლი ალასანიას მაღალ რეიტინგს თავდაცვის მინისტრისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  ახლო ურთიერთობას უკავშირებს.

 

თუ რატომ არის თავდაცვის უწყების პირველი პირი საქართველოში ყველაზე მოწონებადი პოლიტიკოსი NDI-ს კვლევების მიხედვით და რა კავშირშია ალასანიას მაღალი რეიტინგი პროკურატურაში თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებასთან,   „რეპორტიორს“ ნიკოლოზ მჟვანაძე ესაუბრა:

 

 

-  NDI კვლევებს უკვეთავს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს. ეს ორგანიზაცია კი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული და თავის დროზე ლევან თარხნიშვილის და თინათინ ბოკუჩავას მიერ არის შექმნილი. NDI-ს გამოკითხვების კურატორად ადრე მუშაობდა პარლამენტარი თინათინ ბოკუჩავა. შემდგომში ბოკუჩავამ და თარხნიშვილმა კვლევითი რესურსების ცენტრის ხელმძღვანელად დანიშნეს კობა თურმანიძე, რომელიც ასევე ყოფილი „ნაციონალია“; ის არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამასთან, კავკასიის კვლევითი რესურსების  ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო დავით აფრასიძე, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სახე. მრჩეველთა საბჭოში იყო ასევე თამარ ქაროსანიძე, რომელიც დღეს არის ირაკლი ალასანიას მოადგილე.

 

-რა კავშირი აქვს ამ პირებს NDI-ს კვლევის შედეგებთან?

 

-  ნათელია, რომ ირაკლი ალასანიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები იკვეთება სწორედ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში - ორგანიზაციაში, რომელიც  დებს NDI - ს სახელით კვლევებს.  ირაკლი ალასანიას მოწონების მაღალი მაჩვენებლი მხოლოდ და მხოლოდ იქიდან გამომდინარეობს, რომ პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება ჩვენი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილ განცხადებებთან დაკავშირებით. საქმე ეხება მოწამვლის ფაქტებს ჯარში და გაუმჭვირვალე ტენდერებს. მაღალი თანამდებობის პირების და მათ შორის ირაკლი ალასანიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მიზნით, NDI-მ დადო ეს მონაცემი, რომ არ მოხდეს ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

NDI როგორ კვლევებსაც დებდა 9 წლის განმავლობაში ყველას კარგად მოგეხსენებათ. ჩვენთვის აღნიშნული ორგანიზაციის კვლევები არ არის სანდო. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი, რომელიც ატარებს გამოკითხვას, პირდაპირ არის დაკავშირებული ირაკლი ალასანიასთან და „ნაციონალური მოძრაობის“ საკმაოდ სერიოზულ ფიგურებთან.

 

 

-რა გავლენას მოახდენს კვლევის შედეგები გამოძიებაზე?

 

- ვფიქრობთ, რომ ამ კვლევებმა ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს პროკურატურაში ირაკლი ალასანიასა და სხვა მაღალჩინოსნებთან მიმართებაში დაწყებულ გამოძიებაზე. ეს ვითომდა მაღალი რეიტინგი ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს გამოძიებაზე.

არჩევნებთან დაკავშირებით მომუშავე არაერთმა სპეციალისტმა გამოხატა შემაშფოთებელი პოზიცია კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან დაკავშირებით ადრეც და ახლაც იგივე ხდება. ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, როგორმე პასუხისმგებლობისგან იხსნან ირაკლი ალასანია და თავდაცვის  სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები.

 

-თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ეტაპზეა გამოძიება?

 

-გამოძიება დაწყებულია, დღე-დღეზე შეიძლება ვიხილოთ თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დაკავებები. ირაკლი ალასანაის მაღალი რეიტინგი კი გარკვეულწილად ზეგავლენაა მოსახლეობაზე და ხელისუფლებაზეც, რომ ალასანია, რომელსაც თურმე ამხელა რეიტინგი აქვს, როგორ შეიძლება პასუხისგებაში მიეცეს?!

 

 „ნაციონალური მოძარობა“ და ირაკლი ალასანია რომ ერთობლივად მოქმედებენ, ამას კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის გამოკითხვები. 100%-იც რომ დაუწერონ ირაკლი ალასანიას, მაინც ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას.

 

 

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გუშინ გამოაქვეყნა. პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოში ყველაზე რეიტინგული და მოწონებადი პოლიტიკოსი ირაკლი ალასანიაა. სამეულში მეორე ადგილს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს. მოწონებად პოლიტიკოსთა სამეულს კი ქვეყნის პირველი კანონმდებელი დავით უსუფაშვილი ასრულებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016