reportiori.ge - კრიშტიანუ რონალდუს ცხოვრების წესები. „ეს გულწრფელი ცრემლი იყო“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:19
სპორტი
კრიშტიანუ რონალდუს ცხოვრების წესები. „ეს გულწრფელი ცრემლი იყო“
09 მაისი, 2014. 18:32



უცხოურმა მედიამ გაავრცელა მასალა, სადაც მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ, თავისი ცხოვრების როგორც საფეხბურთო, ასევე არასპორტული ხასიათის დეტალებს შეეხო.

ის ლამაზი, მდიდარი და სახელგანთქმულია - უცნაური არაფერია, თუმცა არის კიდევ ერთი ნიუანსი: მისი სახელი კრიშტიანუ რონალდუა და ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში. მისი თამაში მომაჯადოვებელია, მისი თვითშეფასება სამართლიანად აღწევს ცამდე, მისი ჯილდოების კოლექცია კი, მართლაც დამაჯერებელია. კიდევ იგი მადრიდის „რეალის“ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. კიდევ რა არის საჭირო სრული ბედნიერებისთვის? ჩვენ  მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ მისი ცხოვრების წესებს გავეცნოთ.

მე ოცნებით ვცხოვრობ და არ მინდა რომ მან მიმატოვოს.

(2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებზე გამარჯვების შემდეგ)
ინგლისი პორტუგალიასთან დამარცხდა, რის გამოც შეიქმნა ისეთი უსიამოვნო სიტუაცია, რომელიც არავის მოეწონებოდა. მე კი მის ცენტრში აღვმოჩნდი. მათ მე ამირჩიეს, რათა ვყოფილიყავი იმ ფილმის ვარსკვლავი, რომლის სიუჟეტიც ფარსი იყო


ჩემი საიდუმლო საჯარიმო დარტყმისას? მე უბრალოდ ვუყურებ კარებს და ჩემს თავს ვეუბნები: „მიდი, კრიშტიანუ, დაარტყი!“

 ნამდვილად უბედნიერესი ვიქნები, როცა ჩემპიონთა ლიგას, მსოფლიო ჩემპიონატს და ევროპის ჩემპიონატს მოვიგებ. ჩემი აზრით ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.

მინდა  გავხდე საუკეთესო და ამას არასდროს ვმალავ.

არ ვღელავ ჩემს კონტრაქტზე. უბრალოდ მინდა „რეალთან“ ერთად რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიპოვო.

როცა ჩვენ გავუსწარით „ბარსელონას“ 9 ქულით, ეს ფანტასტიკური შეგრძნება იყო.

ზოგჯერ მესისაც კი აკრიტიკებენ. ყველასათვის თავის მოწონება შეუძლებელია. მე ეს არ მადარდებს.



იმასაც დავთანხმდებოდი, რომ ვერც ერთი გოლი ვერ გამეტანა, თუ ეს პორტუგალიის ნაკრებს დაეხმარებ
ოდა ევროპის ჩემპიონატის მოგებაში.

მე არ ვარ პირფერი. მუდამ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ.

(ლიონელ მესისთან შედარებასთან დაკავშირებით)
ვფიქრობ, რომ ტექნიკის კუთხით უკეთესი ვარ, მაგრამ ეს ხომ იგივეა, რომ
Ferrari და Porsche შეადარო ერთმანეთს.

ბოლოს როდის ვიტირე? „ბაიერნთან“ განმეორებითი მატჩის შემდეგ. კარგად მახსოვს ის მომენტი.

შეიძლება, ოდესმე იტალიურ სერია
A-ში ვითამაშო.

 ფეხბურთს მხოლოდ იმიტომ არ ვთამაშობ, რომ მიყვარს.  ვთამაშობ იმიტომ, რომ მაქვს ამბიცია და სურვილი, რომ საუკეთესო ვიყო.  მინდა მოვიგო ყოველი ტიტული, რომლისთვისაც ჩემი გუნდი იბრძვის.

დიდი სიამოვნებით დავასრულებდი კარიერას „რეალში“ და დამიჯერეთ, ეს ცარიელი სიტყვები არაა. მე ახლაც მზად ვარ მოვაწერო ამ კლუბთან 10-წლიან კონტრაქტს ხელი.

არ მიყვარს, როცა ვინმეს მადარებენ.
ზოგი ფიქრობს რომ მე უმჯობესი ვარ, ზოგი კი - რომ მესი.

ვამაყობ იმით, რომ „რეალში“ ვთამაშობ და ამით სიამოვნებას ვიღებ. თუ   სიამოვნებას იღებ, რატომ უნდა ეცადო რაიმეს შეცვლას?



 ყურადღებას არ ვაქცევ ჩემს პირად სტატისტიკას.  გამაქვს გოლები, რათა „რეალმა“ ტიტული მოიპოვოს.

მუდამ ამბიციურები უნდა იყოთ. ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც საჭიროა ეცადოთ საუკეთესო გახდეთ.

ჩემი გეგმები სამომავლოდ? ახლა არ მინდა ამაზე ფიქრი. უპირატესობას დღევანდელი დღით ცხოვრებას ვანიჭებ.

ჩემი პირადი მიზანი? მინდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე.

(რონალდუს დეპრესიის შემდეგ, როცა მას გატანილი გოლები ვერ ახარებდა)
რატომ აღვნიშნე დღეს გატანილი გოლი? მე მაშინ აღვნიშნავ, როცა არის რაღაც ასაღნიშნი.

(„ცსკა“-სთან მატჩში უცენზურო ქცევის შემდეგ)
მე ვჩხუბობდი მოსკოვში? ასეთი რამ არ მახსოვს. იქნებ ჩემზე სიცივემ იმოქმედა?

მე არ მივდევ „ოქროს ბურთს“. ყველაფერი , რაც მაინტერესებს - გოლების გატანა, საგოლე პასების გაკეთება და კარგი ფეხბურთის დემონსტრირებაა.

ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია უმთავრესი მეტოქის გამორჩევა.

(სტვენასთან დაკავშირებით)
 უკვე მივეჩვიე ამას. თუ ეს არ ხდება, ვიწყებ ფიქრს: „რატომ არავინ მისტვენს?“



როცა  „მანჩესტერ იუნაიტედს“ ვტოვებდი, თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს დიდ ოჯახს ვტოვებდი.

მას, ვინც მე ეგოიზმში მადანაშაულებს, მინდა ვუთხრა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვამჯობინებდი, „ოქროს ბურთის“ მოპოვებას.

რაც თავი მახსოვს, ბავშვობაში მუდამ მინდოდა ფეხბურთელობა. თუმცა ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ 18 წლის ასაკში „მანჩესტერ იუნაიტედში“ აღმოვჩნდებოდი.

(სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ. „მანიუში“ თამაშისას)
 გავათვითცნობიერე ჩემი შეცდომები. ძალიან გამიჭირდა ფეხბურთის გარეშე ყოფნა. ახლა თავაზიანი გავხდები და მოედანზე კარგად მოვიქცევი.

სახელმა უდავოდ შეცვალა ჩემი ცხოვრების სტილი.

ჩემთვის ცუდის მოსურნეებს, მივეჩვიე გოლებით ვუპასუხო.

რატომ უნდა მშურდეს მესის?  მე კრიშტიანუ რონალდუ ვარ და ჩემს ძალებში იმაზე მეტი ტიტულის მოპოვებაა, ვიდრე ნებისმიერ სხვას შეუძლია.

„ბარსელონას“ პატივს ვცემ, მაგრამ არასდროს შემეშინდება მისი.

მე არ ვთამაშობ მარტო და არ შემიძლია სასწაულების მოხდენა.



ჩემი გოლები?  უბრალოდ ვეხმარები ჩემს გუნდს. ვცდილობ „რეალისთვის“ სასარგებლოდ ვიმოქმედო. პირადი წარმატება ჩემთვის პირველხარისხოვანი არაა.

ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული ფეხბურთელები, განსაკუთრებულ ფასად ღირან. ეს ავტომობილებივითაა. ზოგიერთი ავტომობილი სჯობს სხვებს, ამიტომაც ღირს უფრო ძვირი.

არასდროს მიმტკიცებია, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ. მე მხოლოდ ვამბობდი, რომ სხვებზე მეტად ვიმსახურებდი „ოქროს ბურთს“.

რატომ მისტვენს ხალხი? მე მდიდარი, ლამაზი და დიდი ფეხბურთელი ვარ. ხალხს უბრალოდ შურს ჩემი. სხვა ახსნას ამას ვერ ვუძებნი.

და საერთოდ, მე უბრალოდ „რეალის“ ერთ-ერთი მოთამაშე ვარ.

„ბარსელონა“ - ეს უკანასკნელი გუნდია მსოფლიოში, რომელშიც ვითამაშებდი.

ზოგჯერ მიწევს „ულამაზო“ ხერხით მოგება.

მომწონს მოსმენა , როგორ დამცინის ხალხი. მიყვარს მათ თვალებში ჩემდამი ზიზღის ყურება. მე ეს არ მადარდებს.

 მომწონს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად ყოფნა.

როცა ცუდად ვარ, უფლება მაქვს მარტო ვიყო.

ვინ გავხდებოდი რომ არა ფეხბურთელი? არ ვიცი, მუდამ ფეხბურთელობა მინდოდა.

ყველას არ უყვარს ღმერთი, მაშინ რატომ უნდა ვუყვარდე ყველას მე?

(„ოქროს ბურთი“ – 2013-ის ცერემონიალის დასრულების შემდეგ)
ეს გულწრფელი ცრემლები იყო. ეს იმ ადამიანის ცრემლები იყო, რომელიც ემოციებმა გადაავსო. შესაძლოა ჩემზე იმან იმოქმედა, რომ ვხედავდი, როგორ ტიროდა დედაჩემი, როგორ მორბოდა ჩემი ვაჟი ჩასახუტებლად... ამას არ ველოდი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016