reportiori.ge - ტელეკომპანია ”მე-9 არხმა” მაუწყებლობა შეწყვიტა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:29
საზოგადოება
ტელეკომპანია ”მე-9 არხმა” მაუწყებლობა შეწყვიტა
ავტორი:
19 აგვისტო, 2013. 23:04

ტელეკომპანია "მე-9 არხის" საინფორმაციო სამსახურმა მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.  არხის თანამშრომლებმა  10 დღით მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვეს.  
 მაუწყებლობას  განაგრძობს სააგენტო "ინფო 9". მისი ხელმძღვანელის, მანანა ელიაშვილის განცხადებით, სააგენტოს თანამშრომლები 11 დღის განმავლობაში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.
"იმედი მაქვს, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად გამოადგება ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისეთი პროფესიონალი ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ამ არხზე მუშაობენ, აუცილებლად მოინახება სამსახური კარგ და დემოკრატიულ ქვეყანაში." - განაცხადა ლუბა ელიაშვილმა აღნისნულ საკითხთან დაკავშირებით და არხის აპარატურის შესახებ ისაუბრა.
"ბევრი ზარი იყო დღეს მათგან, ვისაც არხის შეძენა სურს, ბევრი ზარი იყო შეწუხებული ადამიანებისგან, ტელემაყურებლებისგან, მაგრამ იყო ჩემთვის ცოტა უხერხული და მიუღებელი ზარებიც. დღეს განსაკუთრებული დღე აქვს "მე-9 არხს". როდესაც ძირითადი საკითხია "აპარატურა რა ღირს", ეს აპარატურა "მე-9 არხის" გარდა, კიდევ ბევრ ადგილზე იყიდება, მაინც და მაინც დღეს, "აბა იქნება იაფად აპარატურა ჩავიგდო ხელში. არ არის სასიამოვნო, როდესაც ჩვენი კოლეგებისგან სწორედ ეს გესმის, ჩანს სიხარბე. სინამდვილეში ეს არხი მარტო აპარატურა არავითარ შემთხვევაში არ არის. ეს არხი არის მისი პროფესიონალი თანამშრომლები, ის შრომა, რომელსაც ისინი ახორციელებენ." - განაცხადა ლუბა ელიაშვილმა.
დღევანდელი ბოლო საინფორმაციო გამოშვების შემდეგ არხი უკვე გათიშულია. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016