reportiori.ge - ლუდს ოსტეოპოროზისა და ინფარქტის პრევენცია შეუძლია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:28
სხვადასხვა
ლუდს ოსტეოპოროზისა და ინფარქტის პრევენცია შეუძლია
10 მაისი, 2014. 12:27


ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის ლუდის ზომიერი მოხმარება დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ინსულტის და შემეცნებითი შესაძლებლობების შესუსტების რისკის შემცირებასთან. 2005 წელს განხორციელებულმა იაპონურმა კვლევამ დაადგინა, რომ ლუდში ალკოჰოლის დაბალი შემცველობა შესაძლოა მას ანიჭებდეს  ანტიკანცეროგენულ თვისებებს.


ლუდის საფუარი ცნობილია როგორც საკვები ნივთიერებების მდიდარი წყარო და ის  შეიცავს საკვები ნივთიერებების მნიშვნელოვან რაოდენობას, მათ შორის მაგნიუმს, სელენს, კალიუმს, ფოსფორს, ბიოტინს, ქრომს და B ჯგუფის ვიტამინებს. ზოგჯერ ლუდს "თხევად პურსაც" უწოდებენ. ზოგიერთი წყაროს თანახმად გაფილტრული ლუდი კარგავს მასში შემავალი საკვები ნივთიერებების დიდ ნაწილს.



კვლევების სერიამ ცხოველური მოდელების გამოყენებით აჩვენა, რომ ლუდს შეუძლია კარცინოგენეზის და ოსტეოპოროზის პრევენცია. ლუდი სისხლის პლაზმას ანიჭებს მნიშვნელოვან დამცავ მექანიზმს დამჟანგავი სტრესის მიმართ;  იზოჰუმულონებს (ქიმიური ნაერთი, რომლიც განაპირობებს ლუდის მწარე გემოს და მიეკუთვნება იზო-ალფა მჟავების ნაერთების კლასს), სვიისგან მიღებულ მწარე ნივთიერებებს, შეუძლიათ სიმსუქნის და მე-2 ტიპის დიაბეტის პრევენცია (ხოლო დაავადების შემთხვევაში მდგომარეობის შემსუბუქება), ლიპიდური ცვლის გაუმჯობესება და ათეროსკლეროზის რისკის შემცირება.


2013 წლის მაისში ვისკონსინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყოველდღე შავი ფერის ლუდის ერთი კათხის მიღებას  შეუძლია სისხლის შედედების და ინფარქტის პრევენცია. შევიწროებული სისხლძარღვების მქონე ძაღლებზე ჩატარებულ კვლევაში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძაღლებში, რომლებსაც ასმევდნენ მუქი ფერის ლუდს სისხლის შედედების (კოაგულაციის) უნარი მცირდებოდა იმ ძაღლებთან შედარებით, რომლებსაც სხვა სახის ლუდს ასმევდნენ.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016