reportiori.ge - კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე იტალიაში გადასახადების დამალვაშია ეჭვმიტანილი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 23:24
სპორტი
კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე იტალიაში გადასახადების დამალვაშია ეჭვმიტანილი
10 მაისი, 2014. 12:54


Corriere Di Bologna-ს ინფორმაციით, იტალიური "მონტეპასკის" 17 ყოფილი მოთამაშე, მათ შორის საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე, გადასახადების დამალვაშია ეჭვმიტანილი.



იტალიური გამოცემის ცნობით, ფიგურანტთა სიაში სანიკიძესთან ერთად მოხვდნენ: კშიშტოფ ლავრინოვიჩი, რიმანტას კაუკენასი, შონ სტონრუკი, რომეინ სატო, ბენ ეზე, ბო მაკალები, ჰენრი დომერკანტი, ნიკოს ზისისი, ვლადი იულიევსკი, ბუტსი ტორნტონი, დევიდ მოსი, მალიკ ჰეირსტონი, დავიდ ანდერსენი, დევიდ ჰოუკინსი, მილოვან რაკოვიჩი და იგორ რაკოჩევიჩი.


კალათბურთელები დაკავშირებულნი არიან "მონტეპასკის" ექს-პრეზიდენტის ფერდინანდო მინუჩის საქმესთან, რომელიც ახლახან დააკავეს.


არსებობს ეჭვი, რომ მინუჩიმ სახელმწიფოს 16 მლნ ევრო დაუმალა, რომელიც მოთამაშეთა კონტრაქტებისა და ხელფასებიდან ბიუჯეტში გადასახადის სახით უნდა შეეტანა. საუბარია სიენური კლუბისთვის "ოქროს ხანაზე", როდესაც "მონტეპასკი" იტალიის ჩემპიონი ზედიზედ ხდებოდა (2007-2013) და ევროლიგის "ოთხთა ფინალში" თამაშობდა.


იტალიურმა პოლიციამ უკვე დაიწყო საქმის მონაწილეთა სატელეფონო საუბრებისა და ელექტრონული მიმოწერის გაშიფვრა.


ვიქტორ სანიკიძე სიენის "მონტეპასკის" ღირსებას 2012-13 წლებში იცავდა, საიდანაც ესპანურ "სარაგოსაში" გადაბარგდა და დღემდე ამ გუნდის ღირსებას იცავს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016