ვერძი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, რაც კარგ განწყობაზეც დაგაყენებთ და პრობლემების მოგვარებაშიც დაგეხმარებათ. გადახედეთ საკუთარ ნივთებს (სამოსი, აქსესუარები) და თუ მათ გამოყენებას თავად აღარ აპირებთ, ახლობლებს დაურიგეთ.
კურო
ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. გამხიარულდით, შეხვდით ახლობლებს. კარგი დღეა გარშემო მყოფებისთვის საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობის დასამტკიცებლად. მათ დასახმარებლად.
ტყუპი
მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. ერთმა დაუფიქრებელმა ნაბიჯმა შეიძლება მთელი თვე ფულის გარეშე დაგტოვოთ. თუ საჭიროება მოითხოვს, კონსულტაცია სპეციალისტთან გაიარეთ.
კირჩხიბი
შეხვდით მეგობრებს, ახლობლებს. ნუ იტყვით უარს წვეულებაზე დასასწრებად. საინტერესო ნაცნობობა და გართობა გელით. ზოგიერთებს კი შეიძლება ნამდვილი სიყვარული ეწვიოთ.
ლომი
შეიძლება თქვენი დახმარება ახლობელ ან სრულიად უცნობ ადამიანს დასჭირდეს. იყავით გულისხმიერი. გარშემო მყოფები კი სიკეთეს არ დაგივიწყებენ.
ქალწული
რთული საქმეების მოგვარება სრულიად არ გაგიჭირდებათ. დღეს ზედმეტად ენერგიული ხართ და საკუთარი საქმეების დასრულების შემდეგ ახლობლებს შეეხმიანეთ. იქნებ მათვისაც შეძლოთ დახმარების გაწევა.
სასწორი
მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, ქცევა და სიტყვები. რაც არ უნდა მოხდეს, არ დაკარგოთ კონტროლი. გახსოვდეთ, ვინც მოითმენს, ის მოიგებს.
მორიელი
კარგი დღეა ქალაქგარეთ გასასეირნებლად. აიყოლიეთ მეგობრები და ბუნებაში პიკნიკი მოაწყვეთ. სასიამოვნო გარემოში დაისვენებთ და გამხიარულდებით.
მშვილდოსანი
ნუ შეგეშინდებათ სირთულეები. დაიცავით საკუთარი მოსაზრებები, ინტერესები და არ წააგებთ. მთავარია, გამონათქვამები სწორად შეარჩიოთ. არც სარკაზმი გეპატიებათ.
თხის რქა
წარსულში შესრულებული სამუშაო შედეგს დღეს მოგიტანთ. შეიძლება წარსულის სიკეთისთვის დღეს მიიღოთ მადლობა. ერთი, სიტყვით, სასიამოვნო დღე გელით.
მერწყული
მეტი ყურადღება გმართებთ საოჯახო საქმეების მიმართ. ჩართეთ საქმეებში ახლობლები ან რჩევა ჰკითხეთ. მეგობრებთან შეხვედრა და მხიარულება კი სხვა დღისთვის გადადეთ.
თევზები
საინტერესო დღე გელით. თქვენს ჩაურევლად მოგვარდება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. საყვარელი ადამიანი კი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. ეს შეიძლება იყოს ან რომანტიკული პაემანი, ან საჩუქარი.