ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად დაგჭირდებათ:
სამზარეულოს გამჭვირვალე თეთრი პარკი - 1 ხვეულა.
წიწაკის შემცველი მალამო - მისი შეძენა აფთიაქში შეგიძლიათ
საბავშვო კრემი - 1 ტუბიკი
ბენზოატის კოფეინი ამპულებში - 4 ც
შპრიცი - 1 ც (იმისთვის რომ კოფეინი ადვილად ამოიღოთ ამპულებიდან).
ნახევარი ჩაის კოვზს საბავშვო კრემს დაუმატეთ, ტუბიკიდან გადმოსული 1 სმ წიწაკის შემცველი მალამო, აურიეთ და დაუმატეთ ოთხი ამპულა ბენზოატის კოფეინი. ეს ყველაფერი კარგად და ძალიან ფრთხილად აურიეთ, შემდეგ წაისვით პრობლემურ ადგილებზე და შემოიხვიეთ პარკი.
პროცედურას რომ დაამთავრებთ, აუცილებლად უნდა დაიბანოთ ხელები ძალიან კარგად.
პროცედურის ჩატარებამდე ერთი საათით ადრე კი არ დალიოთ და არ ჭამოთ. ასე პარკშემოუხვეული უნდა იყოთ 1 საათის განმავლობაში და ამ დროის განმავლობაში არ ჭამოთ და არ დალიოთ. პროცედურის დამთავრებიდან ორი საათის განმავლობაშიც არ მიირთვათ.
ყველაზე კარგია, თუ პროპცედურას ჩაიტარებთ ძილის წინ. ორმაგი ეფექტი იქნება.
ჩამოიბანეთ მასა ცივი წყლით. დაბანისას ოდნავ თბილი წყალიც კი ადუღებულად მოგეჩვენებათ.
შედეგის ლოდინი დიდხანს არ დაგჭირდებათ. პირველივე პროცედურის მერე თქვენი კანი გლუვი გახდება. 2-3 პროცედურის მერე კი ზედმეტი სანტიმეტები თვალსა და ხელს შუა გაქრება.
ორ კვირაში ერთხელ შეგიძლიათ ერთი პროცედურის ჩატარება.
თუ პროცედურის დროს აუტანელი წვა იგრძენით, ესე იგი ალერგიული კანი გაქვთ, პარკი მოიხსენით და კრემი ჩამოიბანეთ.