სპორტი
კარლეს პიუოლმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა
ავტორი: ნათია ცუხიშვილი
10 მაისი, 2014. 16:02
"ბარსელონას" სიმბოლო კარლეს პუიოლმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. 36 წლის მცველს გულშემატკივრებთან გამომშვიდობება ლა ლიგის 38-ე ტურის მატჩში, მადრიდის "ატლეტიკოსთან" სურს. ის კატალონიურ გრანდთან გამოსამშვიდობებელ მატჩს 15 მაისს გამართავს.
პუიოლმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კატალონიურ გრანდს დატოვებდა.
ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის საკლუბო კარიერა "ბარსელონას" უკავშირდება.
კატალონიურ გრანდთან ერთად პუიოლი ექვსჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, სამჯერ კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. მცველის აქტივში ასევე ესპანეთის სუპერთასზე - ხუთი, უეფას სუპერთასსა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ორ-ორი გამარჯვებაა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19