reportiori.ge - იმედა დარსალია: ამაყი ვარ, რომ სატელევიზიო სივრცეში „მეცხრე არხი“ იყო ყველაზე თავისუფალი მედიასაშუალება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:17
საზოგადოება
იმედა დარსალია: ამაყი ვარ, რომ სატელევიზიო სივრცეში „მეცხრე არხი“ იყო ყველაზე თავისუფალი მედიასაშუალება
ავტორი:
20 აგვისტო, 2013. 11:55

"მეცხრე არხის" ახალი ამბების დეპარტამენტის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, იმედა დარსალია ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენებს „ფეისბუქის" საშუალებით ეხმიანება. „რეპორტიორი" განცხადებას უცვლელად გტქვქზობთ:  

რაც დაგვრჩა სათქმელი

სათქმელი ბევრი მაქვს , მაგრამ არ ვიცი რითი დავიწყო. პირველ რიგში ბოდიში რომ ამ მძიმე დღეს მე თქვენგან სამი ათასი კილომეტრის დაშორებით ვარ. ეს ამბავი ჩემთვისაც მოულოდნელი და წარმოუდგენელია. პირდაპირ სათქმელზე გადავალ და სამწუხაროდ უკვე წარსულ ფორმაში გეტყვით

ჩვენ ნამდვილად ვიყავით ყველაზე განსხვავებულები მაყურებელთან ჩვენიღია თამაშით" დაახალით", ჩვენ ყოველთვის ვსვამდით შეკითხვებს, რასაც მაყურებელი ჩვენგან ელოდა, ჩვენ ყოველთვის პირველები ვრეაგირებდით მაყურებლის ზარებსა და უამრავ წერილზე, რომელსაც ვიღებდით. დღეს ჩვენ უბრალოდ ხმამაღლა ვიტყვით რომმეცხრე არხი" იყო სრულიად დამოუკიდებელი და ყველაზე ობიექტური ტელეკომპანია. რატომ ? იმიტომ რომ აქ ჩვენ ვიყავით, ჩვენ იმ სახელის შენარჩუნებას ვცდილობდით, რაც ჩვენგან წასულ კოლეგებთან ერთად მოვიპოვეთ. გვინდოდა მათი და ჩვენი საერთო შრომა წყალში არ ჩაგვეყარა.

ჩვენ კიდევ უფრო მეტი შევძელით, რაც არხზე მოსული ახალი დირექტორის პირობებში თავიდან არ გვეგონა. იყო დაძაბულობაც, მაგრამ უახლოესმა 9 თვემ გვაჩვენა რომ მან ბოლომდე დაიცვა ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობა, და მე როგორც ამ არხის ახალი ამბების უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ამაყი ვარ რომ სატელევიზიო სვირცეშიმეცხრე არხი" იყო ყველაზე თავისუფალი მედიასაშუალება.

ასევე მეამაყება რომ არხის მეპატრონეები არასოდეს ჩარეულან ჩვენ საქმიანობაში დამეცხრე არხმა" უკვე აჩვენა ყველას გასაოცარი დემოკრატია. იმის მიუხედავად, რომ ყველა პოლიტიკურ ძალაში იყვნენ ჩვენი დიდი მოწინააღმდეგეები, რომლებიც მცდელობის მიუხედავად ვერაფრით გვეხებოდნენ.

დიდი მადლობა არხის ყველა თანამშრომელს, ახალი ამბების დეპარტამენტს, თქვენ გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ მაყურებლის ნდობა მოგეპოვებინათ, მათთან ერთად ყოფილიყავით ციხის საკნებში, სასამართლო პროცესებზე, აქციებზე, სტიქიური უბედურებების დროს, ერთი სიტყვით ყველგან სადაც კი მოვლენების ეპიცენტრი იყო. დღეიდან ამ საქმის კეთება ჩვენს კოლეგებს მოუწევთ სხვა არხებზე და მინდა დარწმუნებული ვიყო ღირსეულად გაართმევენ თავს.

დიდი მადლობა ჩვენ რეგიონულ ბიუროებს- „მეცხრე არხის" სიმდიდრეს გეძახდით ყოველთვის. თქვენ ყველაზე ძლიერი რეგიონული სტაფი ხართ რომელიც მეცხრე არხმა მოიძია და ამაში დიდი წვლილი ირინა თევდორაშვილს მიუძღვის, მადლობა მას ამისთვის. კიდევ ერთხელ გეტყვით - მეამაყება რომ თქვენთან ერთად ვიმუშავე ძალიან რთული წელიწადნახევარი.

დიდი მადლობა არხის ახალი ამბების - წამყვანებს, რეპორტიორებს , რომლებმაც დიდი შრომა ჩადეთ საქმეში, რომ მაყურებელს ეთქვა ის თბილი სიტყვები რაც დღეს ერთი დღის განმავლობაში მივიღე. ეს თქვენი დამსახურებაა.

მადლობაახალის" დაღია თამაშის" ყველა უკვე ყოფილ პროდიუსერს -თქვენ კარგი პროექტები შექმენით.

ასევე თბილად მოვიკითხავ და გამარჯვებას გილოცავთ გრანტზე დაფუძნებულ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რადგან პრემიერის ოჯახს - საკუთარი არხი , ქვეყანას კი ყველაზე თავისუფალი ტელეკომპანია აღარ აქვს.

 

წარმატებებს გისურვებთ"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016