პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეწყალების აქტით ნასამართლეობის მოხსნის მსურველები იკრიბებიან. ადგილზე რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს. საქართველოს პრეზიდენტის ინიცატივით, მიმართვის შემთხვევაში, პირს ნასამართლეობა მოეხსენა და პირობითი სასჯელისგან გათავისუფლდება.
ადმინისტრაციამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. პროცესის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით , დღეიდან შესაძლებელია რომ მოქალაქეებმა წინასწარი, სატელეფონო რეგისტრაცია გაიარონ. „რეპორტიორი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება ნასამართლობისა და პირობითი მსჯავრის მოხსნის მსურველთა რეგისტრაციის თაობაზე
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივამ - მიმართვის შემთხვევაში, შეწყალების აქტით მოუხსნას პირს ნასამართლობა და პირობითი მსჯავრი - საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, პროცესის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, მოქალაქეებმა გაიარონ წინასწარი სატელეფონო რეგისტრაცია.
განცხადების შემოტანის მსურველებმა წინასწარი სატელეფონო რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითითებულ ნომრებზე: 2 282736; 2 282681;
ადმინისტრაციის თანამშრომელს მათ უნდა ჩააწერინონ სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია. შესაბამისად, რეგისტრაციის მსურველს ადმინისტრაციის თანამშრომელი აცნობებს განცხადების შემოტანის კონკრეტულ თარიღს. მსურველები რეგისტრაციას გაივლიან ადგილზეც, განცხადების შემოტანის დროს."