ყვითელი
მაკა ჩიჩუა: გიორგი მარგველაშვილს კარგი გემოვნება აქვს და ჩემი იმიჯი ყოველთვის აინტერესებს
ავტორი: მანჩო ნოდია
12 მაისი, 2014. 12:36
ჟურნალ „თბილისელებთან" მოკლე კომენტარში, მაკა ჩიჩუამ საკუთარი და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის იმიჯის შესახებ ისაუბრა:
„აკა ნანიტაშვილის კოლექციიდან ავირჩევდი სამოსს. უფრო ჩემებურია, მსუბუქი, „ხულიგნური", ანუ ჩემი სტილია.
__ ხშირად ერევით პრეზიდენტის გარდერობში?
_ სხვათაშორის, არა. რამდენჯერმე უკითხავს, ეს ჰალსტუხი უხდება თუ არა ამ პერანგსო. ძირითადად არ ვერევი. თვითონაც კარგი გემოვნება აქვს.
__ თქვენ თუ გეუბნებათ კომპლიმენტებს?
_ კი, როგორ არა. კარგი გემოვნება აქვს და ეს ყოველთვის აინტერესებს. თუმცა განსაკუთრებულად- არა. ამაშიც ზომიერია, როგორც ყველაფერში. „
მაკა ჩიჩუა თბილისის მოდის კვირეულს ესწრებოდა.
05 თებერვალი, 2016. 12:24
02 იანვარი, 2016. 12:16
04 დეკემბერი, 2015. 11:00
04 დეკემბერი, 2015. 00:15
14 ოქტომბერი, 2015. 16:44
14 ოქტომბერი, 2015. 10:53