reportiori.ge - პატრიარქი ირანელ სასულიერო ლიდერს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:01
რელიგია
პატრიარქი ირანელ სასულიერო ლიდერს შეხვდა
ავტორი:
20 აგვისტო, 2013. 13:31

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს საპატრიარქოში ირანელ სასულიერო პირთა დელეგაციას უმასპინძლა. უწმინდესმა აითოლა შაჰრისტანს თხოვნით მიმართა.

"მე მინდა გთხოვოთ, თქვენო აღმატებულებავ, თქვენთან მცხოვრები ქართველები, მოგეხსენებათ, როცა შაჰ-აბასმა წაიყვანა აქედან, მათი წინაპრები იყვნენ ქრისტიანები და ზოგიერთი აქ რომ ჩამოდის, ისევ ქრისტიანობას უბრუნდება. მე მინდა გთხოვოთ, რომ არ დასაჯოთ ისინი, შეიძლება ეს?" - მიმართა უწმინდესმა.

 ირანელმა სასულიერო ლიდერმა უპასუხა, რომ აუცილებლად მიაწვდის იგი აღნიშნულ ინფორმაციას "ვისაც საჭიროა". 
"ეს სახელმწიფოს ეხება, ჩვენ სასულიერო პირები ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენს საქმეს გავაკეთებთ აუცილებლად, ამ თხოვნას გავიზიარებთ." - განაცხადა აიათოლა შაჰრისტანმა. 
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. 
 მისი  განცხადებით, ირანელი სასულიერო პირების ვიზიტის მიზანი კავკასიაში ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის სიტუაციის შესწავლაა.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016