„სიონი" (ბოლნისი) - „დინამო" (თბილისი) 0-3
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 17:00 საათზე ბოლნისის „სიონმა" თბილისის „დინამოს" უმასპინძლა. ეროვნული ჩემპიონატის 2013/2014 წლების სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე თბილისის დინამომ ჩემპიონობა იზეიმა. თბილისელებმა მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 3-0 დაამარცხეს. „სიონი" 54 ქულით მესამე ადგილს დასჯერდა და უკანასკნელი ტური იმის თეორიულ შანსსაც არ ტოვებს, რომ კლუბმა ცხრილში პოზიცია შეიცვალოს. ბოლნისელები ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში მიიღებენ მონაწილეობას.
გოლები: გიორგი მერებაშვილი (12'), ოთარ მარცვალაძე (39'), ჩისკო (78')
„მეტალურგი" (რუსთავი) - „გურია" (ლანჩხუთი) 1-0
რუსთავის „მეტალურმა" ლანჩხუთის „გურიაზე" მინიმალური ანგარიშით იმარჯვა. თამაშს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონია და სატურნირო ცხრილში, მისმა შედეგმაც ვერაფერი შეცვალა. რუსთაველები 45 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფებიან, ლანჩხუთის „გურია" კი, 33 ქულით, ზედა ექვსეულის ფსკერზე დაასრულებს სეზონს.
გოლი: ივანე ხაბელაშვილი (61')
„ჩიხურა" საჩხერე - „ზესტაფონი" (ზესტაფონი) 2-3
იმერული დერბი უხვგოლიანი გამოდგა. მასპინძელთა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, „ზესტაფონელებმა" გამარჯვება მოიპოვეს და მეორე ადგილი გაინაღდეს. რაც შეეხება საჩხერლებს, კლუბი 46 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ თასის ფინალში უმაღლესი ლიგის ჩემპიონ თბილისის „დინამოს" დაუპირისპირდებიან, ევროასპარეზზე „ჩიხურასაც" ვიხილავთ.
გოლები: რევაზ გეწაძე (40'), დავით ოდიკაძე (42', პენ.), ნიკოლოზ საბანაძე (47'), დიმიტრი ტატანაშვილი (68'), გიორგი გაბედავა (90').