reportiori.ge - ჯულიანა ბარ-გნარი: ია სუხიტაშვილს საეჭვიანო არაფერი აქვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:57
ყვითელი
ჯულიანა ბარ-გნარი: ია სუხიტაშვილს საეჭვიანო არაფერი აქვს
12 მაისი, 2014. 14:58


ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონის გამორჩეულად საინტერესო წყვილად მიშა მესხი და მოცეკვავე ჯულიანა ბარ-გნარი მიიჩნევა. როგორც ჯულიანა ამბობს, მიშა მესხი კარგი პარტნიორია, ხოლო მსახიობის მეუღლეს, ია სუხიატაშვილს, საეჭვიანო არაფერი აქვს.


 მიშაზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. მინდა აღვნიშნო, რომ უმაგრესი ადამიანია. რაც დრო გადის, მით უფრო ვხვდები, ძალიან გამიმართლა, რომ ის ჩემი პარტნიორია.


მიშას მეუღლემ, ია სუხიტაშვილმა, თვითონ ურჩია ჩემთან ცეკვა. იას მიზეზიც არ აქვს რომ იეჭვიანოს. მან მშვენივრად იცის ამ პროექტში რამდენი შრომაა საჭირო ცეკვის მოსამზადებლად, ამიტომ არა მგონია იეჭვიანოს.


ყოველთვის მეკითხებოდნენ, გიორგი ყიფშიძესთან რომ ვიდექი, ჯაბა კილაძე უფრო მაგრად ცეკვავს თუ გიორგიო. მე არასდროს ვადარებ. გიორგი თავისებურად მაგარი იყო. მიშას სულ სხვა ძლიერი მხარეები აქვს.


პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ მიყვარს. თაყვანისმცემელი ძალიან ბევრი მყავს და მათგან დიდ სითბოს ვგრძნობ.


ჯულიანა ბარ-გნარი 22 წლისაა. წარმოშობით ასურელია. საქართველოში დაიბადა, ათი წელი კი ოჯახთან ერთად სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა. ჯულიანა ამჟამად პროექტ ცეკვავენ ვარსკვლავების" საუკეთესო მოცეკვავედ მიიჩნევა.


წყარო: „რეიტინგი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016