ჩინეთში, სინ ცზიანის პროვინციაში მაღაროელების ბრიგადა, რომელიც 17 წლის წინ, ძლიერი მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული ერთ-ერთი მაღაროს გაწმენდით სამუშაოებს ასრულებდა, სასწაულებრივად გადარჩნილ მაღაროელს გადააწყდა. ერთ-ერთ გალერეაში მაღაროელთა ჯგუფი შემოვლას აკეთებდა, რა დროსაც 17 წლის წინ ჩარჩენილ მაღაროელი ჩჟანი იპოვეს. ის უკვე გამოფიტული იყო და ფიზიკურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც რეაბილიტაციის კურსს გადის.
როგორც შემდეგ გაირკვა, მისი სასწაულებრივი გადარჩენა ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ჩახერგილ გალერეაში სავენტილაციო ხვრელის დარჩენამ გამოიწვია, რომლიდანაც გალერეაში ჟანგბადი შედიოდა. საჭმელად ჩჟანი იყენებდა ბრინჯისა და სასმელი წყლის მარაგს, რომელიც სათადარაგო გვირაბში იყო შენახული ასეთი შემთხვევებისთვის. როგორც გადარჩენილი მაღაროელის მონაყოლიდან ირკვევა, იკვებებოდა ვირთხებითა და მწერებით, რომლებიც მისი ორგანიზმისთვის ვიტამინების ძირითად წყაროს წარმოადგენდნენ.
ამ შემთხვევამდე მიწისქვეშ ყველაზე ხანგრძლივი გადარჩნის რეკორდი 142 დღე იყო. ჩჟანმა კი ყოველგვარი რეკორდი მოხსნა. ზოგადად, ჩინეთის მაღაროებში უსაფრთხოების საკითხები ძალიან ცუდად არის გადაწყვეტილი. ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად ამ მაღაროებში 4000 მაღაროელი იღუპება. გვირაბების ჩამონგრევის ხშირი შემთხვევების პრაქტიკიდან გამომდინარე აღმოჩნდა სწორედ ის სასმელი წყლისა და ბრინჯის მარაგი სათადარიგო გვირაბში, რომელმაც ჩჟანი სიკვდილისგან იხსნა.