reportiori.ge - ლაშა ტუღუში: ამ გადაწყვეტილებამ დამარწმუნა, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლა მიდის პოლიტიკიდან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:32
საზოგადოება
ლაშა ტუღუში: ამ გადაწყვეტილებამ დამარწმუნა, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლა მიდის პოლიტიკიდან
ავტორი:
20 აგვისტო, 2013. 14:28

გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი,  ლაშა ტუღუში „მეცხრე არხის"  დახურვას ეხმაურება. პრემიერ-მინისტრის ეს გადაწყვეტილება მას აფიქრებინებს, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვალას მართლა აპირებს, რაც მისთვის მისაღები არ არის.

"აქ ორი ლოგიკაა, ერთი რომ თუ მიდიხარ, ეს ლოგიკაც გასაგებია, მაგრამ შუაში არის საპრეზიდენტო არჩევნები. ამიტომ მას კარგი შესაძლებლობა გაუჩნდა დანაპირები შეესრულებინა და მან პრაქტიკულად უარი თქვა იმ პოლიტიკურ ინსტრუმენტზე, რომელიც გააჩნდა. ამ გადაწყვეტილებამ დამარწმუნა, რომ ის მართლა მიდის პოლიტიკიდან, თუმცა მიმაჩნია, რომ მისი წასვლა არ არის მისაღები და გასაგები. ვფიქრობ, რომ უნდა დარჩეს პოლიტიკაში. მას მისცეს ხმა გარკვეული დროით და არა საპრეზიდენტო არჩევნებმდე."- აცხადებს ტუღუში და აღნიშნავს რომ  მედია და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს.

"პოლიტიკური ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ თვალსაზრისით დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, რომ როდესაც მედია და პოლიტიკა ერთმანეთთან შეზრდილია, ერთ-ერთი ცუდი ვარიანტი რაც მოხდა, არის ის რაც "მე-9 არხს" დაემართა. მედია და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს. მესაკუთრეები არ უნდა იყვნენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები, მათ უკან მდგომი ადამიანებიც არ უნდა იყვნენ მესაკუთრეები. ეს ნიშნავს, რომ არის მაღალი რისკის სიტუაცია, რომელსაც მოყვება მსგავსი გადაწყვეტილებები. მნიშვნელობა არა აქვს მესაკუთრეს ბევრი ფული აქვს თუ არა. ეს საფრთხეები არსებობს." - აცხადებს ტუღუში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016