reportiori.ge - ნადალმა მადრიდის ტურნირი მოიგო, ნიშიკორი კი რომში ვერ იასპარეზებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 06:39
სპორტი
ნადალმა მადრიდის ტურნირი მოიგო, ნიშიკორი კი რომში ვერ იასპარეზებს
12 მაისი, 2014. 17:23



იაპონელი მადრიდის ტურნირს გამოეთიშა. ამის მიზეზი ზურგის ტრავმა გახდა, რომელიც კეიმ მადრიდში გამართულ ტურნირის ფინალში მიიღო, როცა მას ესპანელ რაფაელ ნადალთან ბრძოლაზე უარის თქმა მოუწია. როგორც ირკვევა, ნიშიკორი რომში გასამართ ტურნირზეც ვერ მიიღებს მონაწილეობას.



რაფაელ ნადალმა ფინალში კეი ნიშიკორი დაამარცხა 2:6, 6:4, 3:0. იაპონელი ტრავმის გამო მესამე სეტში გამოეთიშა ბრძოლას.



„მე მოვიგე ტურნირი ჩემს მშობლიურ ქვეყანაში, ეს კი მუდამ დაუვიწყარ ემოციებს მგვრის. როცა შენ ადგილობრივი გულშემატკივრის წინაშე ასპარეზობ, ბედნიერებას გრძნობ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტიტულია ჩემთვის.



 სამწუხაროა, რომ ნიშიკორისთვის ყველაფერი ასე ცუდად დასრულდა. იგი ძალიან კარგად თამაშობს. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ",
- განაცხადა ნადალმა მატჩის შემდეგ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016