სპორტი
„მეორე ადგილი ყველაზე ცუდია, რაც შეიძლებოდა მოხდეს“ - სტარიჯი
ავტორი: გიორგი კინტირაია
12 მაისი, 2014. 17:33
„ლივერპულის“ თავდამსხმელმა დანიელ სტარიჯმა თავისი გუნდის მიერ ჩატარებული მიმდინარე სეზონი შეაფასა. შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ პრემიერ ლიგის ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა. ინგლისის ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მფლობელი კი, „მანჩესტერ სიტი“ გახდა.
„შედეგით იმედგაცრუებული ვარ. სეზონის დასაწყისში ტიტულზე საუბარიც კი არ იყო. ჩვენ იმედს ვიქონიებდით, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოვიპოვებდით, მაგრამ სეზონის მიმდინარეობის დროს, დიდი შანსები გვქონდა პირველები გავმხდარიყავით.
უფრო სამწუხაროა , რომ თავად გავუშვით ხელიდან შანსები. მეორე ადგილი ყველაზე ცუდია, რაც შეიძლება მოხდეს. ისღა დაგვრჩენია ,მომავალ სეზონში გულშემატკივარს ვალი დავუბრუნოთ“, - განაცხადა დანიელ სტარიჯმა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19