სპორტი
რიკელმეს სანაძლეო - „ფეხბურთიდან 40 წლამდე არ წავალ“
ავტორი: გიორგი კინტირაია
12 მაისი, 2014. 18:51
ევროპელი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობმა, „ბოკა ხუნიორსის" ნახევარმცველმა, ხუან რომან რიკელმემ განაცხადა, რომ არ დაასრულებს კარიერას, სანამ 40 წლის არ გახდება. 24 ივნისს რილეკმე 36 წლის გახდება.
„ფეხბურთის თამაშს 40 წლამდე ვაპირებ. ჩემს ძმასთან სანაძლეო დავდე. რთულია, მაგრამ ვეცდები. მომავალში ვნახოთ, „ბოკაში" ვიქნები თუ სხვა კლუბში.
გულშემატკივრებს ვუყვარვარ და მე მათ იმის სამაგიეროს, რასაც ჩემთვის აკეთებენ, ვერასდროს გადავუხდი", - განაცხადა რიკელმამ espndeportes-თან საუბრისას.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ფეხბურთელს „ბოკა ხუნიორსთან" კონტრაქტი უსრულდება და ჯერ უცნობია, გააგრძელებენ თუ არა მხარეები თანამშრომლობას.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19