სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი, ლალი მოროშკინა მედიაკავშირ "ობიექტივიში" პრეზიდენტის მიერ შეწყალების ინიციატივაზე საუბრობს.
„დიახ, პრეზიდენტს აქვს უფლება, გაათავისუფლოს, ვინც უნდა. მე პირადად მაქვს გადაცემული ჟურნალისტებისთვის სია გათავისუფლებული ადამაინების და ეს არის უმძიმესი დანაშაულები, რაზეც ეს ადამიანები სასჯელს იხდიდნენ. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა. ესენი არიან პედოფილები, მკვლელები, ყაჩაღები - უმძიმესი ფორმით ჩადენილი. რომ აიღო სია და ნახო - ყველაზე მძიმე დანაშაულზე ვინ იხდის სასჯელს და ისინი გამოუშვა. არაერთხელ ყოფილა, რომ სასჯელაღსრულების რომელიღაც დაწესებულების ხელმძღვანელს დაურეკავს და უთქვამს: ეს რა ადამიანი გამოუშვით, რომელსაც 30 წელი ჰქონდა მისჯილი, მისი გაშვება ქუჩაში როგორ შეიძლებაო. ლამის ტიროდნენ ადამიანები, მაგრამ პრეზიდენტის ამნისტიით არის გაშვებული. ასეთ ადამიანებს ათავისუფლებს პრეზიდენტი. ძალიან ვთხოვ ყველას, არ ჩათვალონ, რომ ამ ამნისტიამ მოგვიტანა ბევრი უბედურება. "- განაცხადა ლალი მოროშკინამ და დასძინა რომ დანაშაულს სწორედ პრეზიდენტის მიერ გათავისუფლებული ადამიანები სჩადიან.
"ამას აკეთებს სწორედ ის ჯგუფი, რომელიც ზარს ელოდება, რომელმაც იცის, რომ თავისი თავისუფლების საფასური უნდა გადაიხადოს. სიებია ამ ადამიანების, რომელთაც ჰყავთ დამკვეთი, ამ შემთხვევაში, თავად პრეზიდენტი, რომელიც ერთპიროვნულად იღებს ამ გადაწყვეტილებას და ზუსტად ის მანიაკები, რომელიც გამოუშვა პრეზიდენტმა, უმწარებენ საქართველოს მოსახლეობას ცხოვრებას. მეტსაც გეტყვის, ფოკუს ჯგუფებია, მაგალითად, ვინ გააფუჭებს სიტუაციას საკურორტო ზონაში, ქალაქის ცენტრში, ვინ არევს რეგიონს. ეს არის ორგანიზებული დანაშაული", - განაცხადა მოროშკინამ.