reportiori.ge - ზაალ კასრელიშვილი: „ნაციონალები და ირაკლი ალასანია ალიანსს ქმნიან“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:35
პრეს-დაიჯესტი
ზაალ კასრელიშვილი: „ნაციონალები და ირაკლი ალასანია ალიანსს ქმნიან“
ავტორი:
13 მაისი, 2014. 02:42



თავდაცვის მინისტრმა ბიძინა ივანიშვილისთვის სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტა

 

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია კვლავ ყურადღების ცენტრშია. „ენდიაის“ მიერ ჩატარებულ კვლევებში დაწინაურებულ ამირსპასალარს ნახევარი საქართველო გმობს. მას მთავრობის წევრებიც აუმხედრდნენ. უკმაყოფილების მიზეზად მისი განცხადება იქცა. მინისტრმა ნატოს საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსება სთხოვა.

რატომ იქცა ეს განცხადება აურზაურის მიზეზად, რას ემსახურება სოციოლოგიური კვლევები, ვის გარშემო აპირებენ ნაციონალები გაერთიანებას, ჩაიძირება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი – ამ თემებზე „ახალ თაობას“ კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი ესაუბრა.

 

ზაალ კასრელიშვილი:

– საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიამ უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა. ის ისეთი განცხადებებით ადრეც გამოირჩეოდა. უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთა მან საერთაშორისო მისიებში ჩვენი სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობაზეც. საკუთარი თავის გასაპიარებლად ავღანეთში ტელევოიაჟები მოაწყო. რამაც ძალიან ცუდი შედეგი მოიტანა. მისი ბოლო განცხადება კი პირდაპირ ასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს.


– ალასანია ამბობს, რომ ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებას სწორედ რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად სთხოვს.

– არაფერი საწინააღმდეგო არ მექნება თუ ნატო მართლაც განათავსებს ამ სისტემებს საქართველოში, ვერც იმაში ვხედავ ცუდს, რომ ასეთი რამ საქართველოს თავდაცვის მინისტრს მოეთხოვა. პრობლემა იმაშია, რომ ამ საუბრის აფიშირება მოხდა. ამ განცხადებას შესაძლოა რუსეთმა აგრესიული ქმედებები მოაყოლოს. ჩვენ სკოლაში ვისწავლეთ იგავი მჩხავანა კატის შესახებ. მიხეილ სააკაშვილი, 2003 წლიდან მოყოლებული 2012 წლის ჩათვლით, მჩხავანა კატის როლს ასრულებდა, რომელმაც თაგვი ვერ დაიჭირა. საკუთარი ცხოვრების მოწყობის ამბავში თაგვი ნამდვილად დაიჭირა, მაგრამ საქართველოს მოუტანა ცუდი შედეგი. ყველა ის დაავადება, რომელიც სააკაშვილმა შეასრულა მოდიოდა რუსეთიდან. ახლა ალასანია ასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს. ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ალასანიას ერთი პატრონი ჰყავს. მათი პატრონი დასავლეთში სულაც არ ზის.


 – აბა, სად ზის?

– რუსეთში. ალასანია ჩვენში დასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსად ითვლება. რაც სიმართლეს არ შეეფერება. ის არის მედროვე ადამიანი. მისთვის მთავარია კარგად იყოს და სულერთია ვინ იქნება მისი პატრონი. ნაციონალური მოძრაობა ასეთი ადამიანებით იყო დაკომპლექტებული. თავდაცვის მინისტრიც ამ პარტიის წიაღიდან მოდის. მალე შესაძლოა ისინი ისევ ერთად დადგნენ. ადრეც ვამბობდით და ახლაც ვიტყვი, ალასანია და ნაცმოძრაობა ერთმანეთს სჭირდება.


– რაში სჭირდება მათ ერთმანეთში?

– ნაცმოძრაობას არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი, ხოლო ალასანიას სერიოზული გუნდი.


– მინისტრის და დეპუტატის მანდატით აღჭურვილ ალასანიას თანაპარტიელებს თქვენ სერიოზულ გუნდად არ თვლით?

– ამ ადამიანებს არა აქვთ პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილება. აქედან გამომდინარე სავსებით შესაძლებელია, რომ ალასანია და ნაციონალები გაერთიანდნენ. როდის და რა ფორმით მოხდება ეს არავინ იცის. ამ გაერთიანებას წინასწარ სერიოზულ კრახს ვუწინასწარმეტყველებთ. თავდაცვის მინისტრი გაბოროტებული კაცია, მას ეჯავრება ყველა ვისი მოტყუებაც ვერ შეძლო. ის ვერ იტანს იმ ხალხს, ვინც მის გაპირველებაში მონაწილეობას არ ღებულობს. ამ სიაში შედის ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც.


– რატომ ვერ უნდა იტანდეს ალასანია მას, ის დღეს მინისტრი ივანიშვილის წყალობით არის.

– ალასანიას პოლიტიკური სტატუსი ყოფილმა პრემიერმა მიანიჭა. მანვე გააძლიერა ის ფინანსურად. ამის მიუხედავად მინისტრს მაინც ეჯავრება ივანიშვილი. მარტო ის კი არ ეჯავრება, არამედ ყველაფერი, რაც ექსპრემიერის სახელს უკავშირდება. იავნიშვილზე ის პირდაპირ შეტევას მეტად მარტივი მიზეზის გამო ვერ მიიტანს, ისინი სხვადასხვა სიბრტყეში ცხოვრობენ. ამიტომ ის დაეჯახება ღარიბაშვილს და ძირს გამოუთხრის. თუ უკვე გამოთხრილი არა აქვს. ღარიბაშვილის დასუსტებით, ის ივანიშვილის დასუსტებას შეეცდება. მხოლოდ ამ მიზნის მიწევის შემდეგ დაიწყებს ის საქართველოში სააკაშვილის ჩამოყვანაზე ფიქრს. ისევე როგორც სხვა ნაციონალები, ალასანიაც მოქკავშირის ბინძურ ბუნაგშია გაზრდილი. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. მოქკავშირის კურსდამთავრებულებისთვის მცნება სამშობლო, ხალხი, ერის ინტერესები გადმონაშთს წარმოადგენს. მათთვის მთავარია კერძო ინტერესი. მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყველაფერს იკადრებენ.


– ალასანია ასეთ შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს.

– სააკავშილს მართლაც ვერ შეედრება. იმას სათქმელი პირზე ეკერა და იოლად პროგნოზირებადი იყო. ალასანია ბევრად უფრო საშიში და მოწესრიგებული თაღლითია. გარეგნულად კარგად არის შენიღბული.


– ნაციონალების და ალასანიას გეგმების შესახებ, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა არაფერი იციან?

– ირაკლი ღარიბაშვილს და მის გუნდს გულწრფელად სჯერათ რომ სიტუაციას აკონტროლებენ. მათ ჰგონიათ, რომ არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის წევრები ზღვარს არ გადავლენ და ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს არ შეუქმნიან. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. ნაცმოძრაობა თავის სატელიტებიანად არის ის ძალა, რომელიც უპრობლემოდ გაიმეორებს 1992 წელს.


– მხედველობაში სამოქალაქო ომი გაქვთ?

– დიახ. ამის გამეორების ალბათობა ძალიან დიდია. სამწუხაროდ, ჩვენთან მოქმედი პარტიების უმეტესობა გარედან ფინანსდება. მათ საქართველოს მოსახლეობის ნდობა არა აქვთ. ეს პარტიებმაც კარგად იციან. ამიტომ ისინი აქცენტს საქართველოს მოსახლეობაზე აღარ აკეთებენ და გარე ძალებთან თანამშრომლობენ. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები რა დავალებებსაც მისცემენ ისე მოიქცევიან.


– რა დავალება შეიძლება მიიღონ?

– ყველანაირი, მათ შორის ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა. საამისოდ უამრავი მიზეზი გამოიძებნება. ახალგაზრდა მოქკავშირლები ძალიან გაწაფულები არიან და ყველაფერზე წავლენ ოღონდ კი კეთილდღეობა შეინარჩუნონ. ფერების გამუქება არ გვინდა მაგრამ  საქართველოში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არეულობის მოსაწყობად მცირე საბაბსაც კი გამოიყენებენ.


– თქვენი საუბრიდან წინ ცუდი ამბები გველოდება.

– ვითარება ძალიან მძიმეა, როგორც შინ ასევე გარეთ. ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს.


– ბოლო ხანებში კვლავ აქტიურად დაიწყეს საუბრები პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნების შესახებ. პირადად თქვენ ეს რეალურად გეჩვენებათ?

– ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება სავსებით რეალურია. ამაში „ენდიაის“ კვლევებმაც დაგვარწმუნა. ამ კვლევებში მას 51 პროცენტი დაუწერეს. ის შედეგები რაც ბოლოს „ენდიაიმ“ გამოაქვეყნა, არის არარეალური. ვერავინ დამაჯერებს, რომ პატრიარქის მერე ყველაზე მეტი ავტორიტეტი ალასანიას აქვს. კიდევ უფრო საეჭვოა ის გარემოება, რომ თურმე უსუფაშვილი ივანიშვილზე რეიტინგული ყოფილა. „ენდიაის“ და მისნაირი ორგანიზაციების ქმედებების შედეგია ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება. მინდა ვისარგებლო თქვენი გაზეთით და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობას მივმართო: ობიექტურად შეაფასეთ რეალობა, მიზანი და სურვილები, ერთმანეთში ნუ გარევთ. მივმართავ დასავლეთის წამყვან პოლიტიკოსებსაც: კარგად გაერკვიეთ ვისთან თანამშრომლობთ. ორმაგი სტანდარტებით მოთამაშე ქართველ პოლიტიკოსებთან რომ მეგობრობთ, დილით ისინი თქვენ გელაპარაკებიან, ხოლო საღამოს რუსეთის სპეცსამსახურებს აბარებენ ანგარიშს. საქართველო ასეთმა პოლიტიკოსებმა მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე.

 



შორენა მარსაგიშვილი

გაზეთი „ახალი თაობა“

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016