reportiori.ge - ილია II: არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გადაურჩენია საქართველო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:15
რელიგია
ილია II: არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გადაურჩენია საქართველო
ავტორი: ანა ნოდია
13 მაისი, 2014. 12:00


სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე მშენებარე ეკლესიაში პირველი წირვის დასრულების შემდეგ ქართველი ერის ცხოვრებაში აღნიშნული ტაძრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 


დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ შევთხოვთ უფალს, რომ გვაუწყოს, გვიჩვენოს გზა, რომელზეც უნდა ვიდოდეთ. გზა არის ერთი, რომელსაც გვიჩვენებს მაცხოვარი ჩვენი - "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე".

 

ვმადლობთ უფალს, რომ ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე მოგვივლინა ჩვენ ხალენი ილია წინასწარმეტყველისა; ვმადლობთ უფალს, რომ ღვთის განგებით იყო ჩამოტანილი კვართი უფლისა იესო ქრისტესი საქართველოში; ვმადლობთ უფალს, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა.

 

 

ქართლის ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ როდესაც მოციქილებმა ყარეს წილი, ვინ რომელ ქვეყანაში უნდა წასულიყო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მიიღო მონაწილოება ამაში და მას შეხვდა ივერია, საქართველო. გუშინ ჩვენ ვდღესასწაულობდით წმინდა ანდრია პირველწოდებულის დღესასწაულს, რომელმაც ჩამოიტანა საქართველოში ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, ეს წმინდა ტაძარი და ლავრა, რომელიც შენდება ამ წმინდა ადგილზე, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ჩვენ იმას, თუ ვინ ვართ, როგორი დიდი ფასეულობის მფლობელები ვართ, რამდენად დიდია მოწყალება ჩვენ ზედა და რამდენად დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ღვთის წინაშე.

 

არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ ყოვლაწმინდა ღვთისმშობელს გადაურჩენია საქართველო. აი, დღესაც, ჩვენ ვმადლობთ უფალს, როგორც ბრძანა წმინდა იოანე ოქროპირმა: "დიდება ღმერთს ყველაფრისთვის". "დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა", შენ იცი ჩვენი უძლურება, შენ იცი ჩვენი თვისებები, გვიჩვენე გზა, რომელიც მიგვიყვანს ჩვენ სასუფლეველში.


 

განსაკუთრებით მინდა მივესალმო უცხოელ სტუმრებს. თქვენ იზიარებთ ჩვენს სიხარულს და ეს სიხარული თქვენც დაგიბრუნდებათ. წაყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს საქართველოსა ზედა. ჩვენთან არს ღმერთი", - ბრძანა ილია მეორემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016