reportiori.ge - ლალი ეგაძე: ერთადერთი ნათელი წერტილი კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:26
ინტერვიუ
ლალი ეგაძე: ერთადერთი ნათელი წერტილი კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილია!
ავტორი: რეპორტიორი
13 მაისი, 2014. 21:01

10 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა მამა-შვილ ჯანსუღ და მამუკა ჩარკვიანების შემოქმედებითი საღამო. მათი ვარსკვლავიც გაიხსნა... ეს ინფორმაცია პირველად მედიაჰოლდინგ „რეპორტიორთან" არსებული არტ-სახელოსნო „კოლიბრის" მიერ ჯანსუღ ჩარკვიანისადმი მიძღვნილ შემოქმედებით საღამოზე, TV 3-ის ეთერით საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა გააკეთა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ TV 3 ყოველთვის განსაკუთრებული მონდომებით აშუქებს ასეთი ტიპის შემოქმედებით საღამოებს, ყველა კონცერტი თუ შეხვედრა სწორედ ამ არხმა გააშუქა ყველაზე პირველად და ხშირად - ერთადერთმა! ვესაუბრებით TV 3-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ქალბატონ ლალი ეგაძეს.


- ქალბატონო ლალი, TV 3 ყოველთვის განსაკუთრებული სიხშირითა და ენერგიულობით აჩვენებს მსგავსი ტიპის შემოქმედებით საღამოებს, რისთვისაც მადლობას გიხდით. არ გიფიქრიათ, რომ ასეთი საღამოები პოექტის სახით შექმნათ და განათავსოთ თქვენს ეთერში?


 - ამაზე ვმუშაობთ და აუცილებლად ვაქცევთ პროექტად, რადგან ისეთი გადაღლილია მაყურებელი პოლიტიკით, ალბათ დიდი სიამოვნებით უყურებენ ასეთი ტიპის პროექტს. საერთოდ, მინდა გულდაწყვეტით გითხრათ, რომ კულტურასა და ხელოვნებაში თითქმის არაფერი არ ხდება. ერთადერთი ნათელი წერტილი კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილია. ადამიანი, რომელიც იდეების უბადლო ოსტატია. დიახ, რომ არა დათო ოქიტაშვილი, ალბათ არც არაფერი იქნებოდა ამ სამყაროში, არადა, სულიერად ჩვენს მაყურებელ დღეს ისე სჭირდება ეს საზრდო, როგორც არასდროს.


ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამაზე უნდა იფიქრონ და სწორედ ასეთ ადამიანებს უნდა მისცენ ასპარეზი დიდი კულტურული პროექტების განხორციელებისათვის, თორემ სხვანაირად ისევე დააბრუნებენ უკან ბიუჯეტში აუთვისებელ თანხებს, რომელიც კულტურის სფეროზე იყო გამოყოფილი. ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია, კულტურული ცხოვრების კუთხით არ უნდა ფეთქავდეს, უნდა დუღდეს, ამოსუნთქვის გარეშე უნდა იყოს კონცერტები, პოეზიის საღამოები, შემოქმედებითი მეჯლისები და ა. შ.


ჩვენ TV 3-ზე რამოდენიმე ასეთ პროექტს ვიწყებთ. ცოტა გულდასაწყვეტია ისიც, რომ ბიზნესმენთა მხრიდან არ არის დაინტერესება, დააფინანსონ მსგავსი პროექტები. საბოლოო ჯამში ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ კულტურა ყველაზე დიდი პოლიტიკაა. განა რამდენი ადამიანი დარჩა ამ ქვეყანაში, ვისაც დიდი შემოქმედი ჰქვია?! ჯანსუღ ჩარკვიანი ხომ აღარ დაიბადება? ვარსკვლავი კი არა, ხელში ატატებული და გულში ჩახუტებული უნდა ვატაროთ ასეთი ხალხი... მადლობა მინდა დავით ოქიტაშვილს გადავუხადოთ ასეთი ინიციატივებისათვის.


გონიერი კაცია დათო და ზუსტად იცის, სად, რა, როგორ გახსნას და გააბრწყინოს. 10 მაისის ღონისძიება კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ჩვენ გვიყვარს თაობა, რომელმაც თეთრ ფურცლებზე შავი ასოებით თავისუფლების ჰიმნი დაწერა! ამ ღონისძიებასაც და სხვა მსგავს სასიამოვნო საღამოებსაც  TV 3 ისე გააშუქებს, როგორც მამა-შვილ ჩარკვიანებს და ჩვენს მაყურებელს ეკადრებათ! მამა-შვილი ჩარკვიანები ერის „ჩინებულნი" არიან. ჩვენი საზოგადოების „სულის ძახილს" სწორედ ასეთი ადამიანები აკმაყოფილებენ. 10 მაისის ეს ბრწყინვალე საღამო ამის დასტური იყო! დანარჩენს კი ჩვენი ეთერით იხილავს მაყურებელი...


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016