საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის თანხის გადაუხდელობის გამო სტატუს შეჩერებულ სტუდენტთა პრობლემატიკის შესახებ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა საუბრობს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს მიმართავს.
საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტი ნოდარ თათვიძე აღნიშნავს რომ დღეისათვის საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტთა გარკვეულ რაოდენობას სტატუსი შეჩერებული აქვს რომელთა რიცხვიც დღითიდღე იზრდება.
„საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტთა გარკვეულ რაოდენობას სტატუსი შეჩერებული აქვს და მათი რიცხვი სამწუხაროდ დღითიდღე იზრდება. დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მათ არ აქვთ საშუალება გადაიხადონ სწავლის თანხა და იძულებულნი ხდებიან უმაღლესი სასწავლებლები დატოვონ, მაშასადამე ისინი ვერ ახდენენ თავიანთი უფლების რეალიზებას. ამიტომ დროის უმოკლეს ხანში მივმართავთ განცხადებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინიტრს ქალბატონ თამარ სანიკიძეს სტატუს შეჩერებულ სტუდენტთა პრობლემატიკის შესახებ. რა თქმა უნდა პრობლემა პრობლემად არ უნდა დარჩეს და დიდი იმედი გვაქვს რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქალბატონი თამარ სანიკიძე დაინტერსდება სტუდენტთა პრობლემატიკით და შეძლებისდაგვარად მოაგვარებს ყველა იმ პრობლემას რაც უპირველეს ყოვლისა სტუდენტს ხელს უშლის თავისუფლად სასწავლო პროცესში ჩართვისთვის" - განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ.
-განაცხადეს საქართველოს სტუდენტა უფლებების ლიგის ვიცე-პრეზიდენტმა ჯაბა ალთუნაშვილმა და ამავე ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სანდრო თორდიამ.
საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა აქტიურად განაგრძობს სტუდენტთა უფლებების დაცვას. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ძალიან ბევრ სიახლეს გვპირდება მომავალშიც.