reportiori.ge - მუნდიალი 2014, გაიცანით - ხორვატიის ნაკრები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 01:46
სპორტი
მუნდიალი 2014, გაიცანით - ხორვატიის ნაკრები
13 მაისი, 2014. 14:34

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მთელი საფეხბურთო სამყარო მოუთმენლად ელის. ბრაზილიაში პლანეტის პირველობაზე 32 საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს. „რეპორტიორი" წარმოგიდგენთ მათ და შევეცდებით საკმაო ინფორმაცია მოგაწოდოთ ყველა გუნდის შესახებ.



ჩვენი დღევანდელი სტუმარი A ჯგუფის უკანასკნელი წევრი ხორვატიის ნაკრებია, რომელსაც ჯგუფში მექსიკის, კამერუნისა და ტურნირის მასპინძლის - ბრაზილიის ნაკრებების წინააღმდეგ მოუწევს ასპარეზობა. ხორვატიის ნაკრებს არ ჰყავს მთავარი მწვრთნელი. მისი მოვალეობის შემსრულებლად, ხორვატული ფეხბურთის ლეგენდა ნიკო კოვაჩია დანიშნული.

ბრაზილიის საგზურის მოპოვება ხორვატთათვის იოლი არ ყოფილა. ჯგუფში დასაწყისშივე გაიჭრნენ წინ ბელგიის ნაკრებთან ერთად, თუმცა ამ უკანასკნელთან ბოლო მატჩში მარცხის გამო (2:1), ბელგიელები პირველი ადგილით პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდნენ, ხორვატიას კი ფლეი- ოფის თამაში მოუწია ისლანდიასთან. ერთი შეხედვით, ეს ბარიერი  იოლი დასაძლევი უნდა ყოფილიყო, თუმცა ისლანდიელებმა შინ ნულოვანი ფრე ითამაშეს. მეორე მატჩში კი, მარიო მანჯუკიჩისა და დარიო სრნას გოლების წყალობით (2:0), ხორვატიამ 2014 წლის მუნდიალის საგზური მოიპოვა.

დისციპლინა - სწორედ ესაა ხორვატიის ნაკრების მთავარი კოზირი. გუნდი ძირითადად დაკომპლექტებულია საშუალო დონის ფეხბურთელებით, თუმცა მარიო მანჯუკიჩი („ბაიერნი"), დარიო სრნა („შახტარი") და ლუკა მოდრიჩი („რეალი") თანამედროვე ფეხბურთის ნამდვილი ვარსკვლავები არიან და სწორედ მათზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ გუნდს მთავარი მწვრთნელის გარეშე უწევს ასპარეზობა. ნიკო კოვაჩი მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელია, ეს კი ხორვატთა განთქმულ დისციპლინას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ხორვატიის ნაკრების მაისურით 2014 წლის მუნდიალზე ვერ იასპარეზებს იოსიპ შიმუნიჩი, რომელსაც FIFA-მ საკმაოდ მკაცრი სასჯელი, სანაკრებო 10 თამაშის გამოტოვება დააკისრა. საქმე იმაშია, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფის შეხვედრაში, ისლანდიის წინააღმდეგ, ვეტერანმა ფეხბურთელმა მიკროფონი აიღო და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაცისტური შეძახილის ყვირილი დაიწყო „ZA DOM - SPREMNI!", რაც ოფიციალურად კანონით იკრძალება.

ვინაიდან კოვაჩს 23-კაციანი განაცხადი ჯერჯერობით არ დაუსახელებია, გთავაზობთ ჩვენი წარმოდგენით შექმნილ ხორვატიის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობას.



ხორვატიის ნაკრები სავარაუდოდ 4-4-2 ტაქტიკით იასპარეზებს.

ხორვატთა გამოცდილ მეკარე სტიპე პლეტიკოშას როგორც იქნა გამოუჩნდა ღირსეული კონკურენტი დანიელ სუბაშიჩის („მონაკო") სახით, თუმცა სავარაუდოდ კარს „როსტოვის" გამოცდილი დარაჯი დაიცავს.

ცენტრალური დაცვის ხაზი საკმაოდ ძლიერია ჩორლუკასა და ლოვრენის სახით. სათადარიგოთა სკამს დომაგიო ვიდა ამაგრებს. დაცვის მარჯვენა ფლანგზე გუნდის კაპიტანი დარიო სრნა იმყოფება, მარცხენა ფლანგს კი სავარაუდოდ სტრინიჩი გააკონტროლებს, რომელსაც ფორსმაჟორული სიტუაციის დროს გამოცდილი დანიელ პრანიჩი დააზღვევს.

ნახევარდაცვა საკმაოდ დამაჯერებელია. ცენტრში სავარაუდოდ ლუკა მოდრიჩი და ოგნენ ვუკოევიჩი იასპარეზებენ.

2014 წლის მუნდიალზე ხორვატიის ნაკრებმა შესაძლოა კარგად გამოიყენოს „ინტერის" ახალგაზრდა ტალანტი მატეო კოვაჩიჩიც.

ფლანგებიდან პერიშიჩი და რაკიტიჩი შეუტევენ, თავდასხმაში კი ოლიჩისა და მანჯუკიჩის დუეტია მოსალოდნელი.

ხორვატიის ეროვნულმა ნაკრებმა უკანასკნელი სპარინგ მატჩი 5 მარტს შვეიცარიის წინააღმდეგ გამართა და ფრეს დასჯერდა (2:2).

შეგახსენებთ, რომ ხორვატებს ჯგუფიდან გასაღწევად ბრაზილიის, მექსიკისა და კამერუნის ნაკრებებთან მოუწევთ ჭირილი.

ხორვატიის თამაშების კალენდარი ჯგუფურ ეტაპზე:

12 ივნისი   00:00   ბრაზილია - ხორვატია (სან პაულუ)
19 ივნისი   23:00   კამერუნი - ხორვატია (მანაუსი)
23 ივნისი   00:00   ხორვატია - მექსიკა (რესიფე)
 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016