ტელეკომპანია "მე-9 არხთან" დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არხის გენერალურმა დირექტორმა ლუბა ელიაშვილმა შეაფასა და პრეზიდენტის განცხადებას სისულელე უწოდა.
"პრეზიდენტის მხრიდან მორიგი არასერიოზული განცხადება რასაკვირველია, სისულელეა. პრეზიდენტი იმდენ არასერიოზულ განცხადებას ავრცელებს და იმდენ რაღაცას იგონებს, რომ კიდევ ერთი გამოიგონა. ცოტა შორს რომ წავიდეთ, შეიძლება დაწეროს, რომ ლუბა დედ-მამამ იმიტომ გააჩნა, მერე "ინფო 9" შეექმნა, "მე-9 არხის" დირექტორი გამხდარიყო, იქ ემუშავა და ჩვენთვის დედა ეტირებინაო", - განაცხადა ლუბა ელიაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „მეცხერ არხი" იყო ერთი კონკრეტული რეჟისორის, ვლადიმერ ბედუკაძის გადაღებული ფილმის გასაშვებად შექმნილი არხი.
"არ უნდა ეწყინოთ "მე-9 არხის" თანამშრომლებს, ისინი გამოიყენეს იმისთვის, რისთვისაც გამოიყენეს და მერე ჩვეულებრივად გვერდით ჩასწირეს"- განაცხადა სააკაშვილმა.