reportiori.ge - კობა კობალაძე: „არ დავიხევ უკან!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:46
ინტერვიუ
კობა კობალაძე: „არ დავიხევ უკან!“
ავტორი:
13 მაისი, 2014. 17:10


„მუნიციპალიტეტის საკრებულოში ყოფნა არ ნიშნავს პოლიტიკაში წასვლას, ეს უფრო მეურნეობასა და სამეურნეო საკითხების გადაწყვეტასთანაა დაკავშირებული"


გენერალი კობა კობალაძე, რომელიც მუხროვანის ამბოხის საქმეზე იყო გასამართლებული, კოალიცია „ქართული ოცნების" სახელით ავჭალის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატია. როგორც კობალაძე „რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, ის მოსახლეობის პრობლემებს კარგად იცნობს და გამარჯვების შემთხვევაში მათ მოგვარებას ეცდება.


- რატომ გადაწყვიტეთ „ქართული ოცნების" სახელით არჩევნებში მონაწილეობა?


- მუნიციპალიტეტის საკრებულოში ყოფნა არ ნიშნავს პოლიტიკაში წასვლას, ეს უფრო მეურნეობასა და სამეურნეო საკითხების გადაწყვეტასთანაა დაკავშირებული. გარკვეულწილად მე „ქართული ოცნების" ამომრჩეველი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ მათ პარტიაში რეალურად არასდროს ვყოფილვარ გაწევრიანებული.


მაქვს პასუხისმგებლობა, გამომიცხადეს ნდობა, რომ ჩავერთო ჩემი სამშობლოსთვის სასარგებლო საქმიანობაში, ამიტომ არ დავიხევ უკან და ბოლომდე დავიხარჯები იმ საკითხების მოსაგვარებლად, რაც შემიძლია.


- რატომ გადაწყვიტეთ კონკრეტულად ავჭალაში კენჭის ყრა?

 

- ეს რაიონი ჩემთვის არ არის უცხო, იქ ჩემი ბევრი მეგობარი ცხოვრობს. ავჭალა საკმაოდ მძიმე უბანია, რთული სოციალური გარემოა და ამ მიმრთულებას ყურადღება უნდა მივაქციოთ.


ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში არასდროს ყოფილა ადვილი გადაწყვეტილებები. მზამზარეული არაფერი მიმიღია, ყველაფერი ბრძოლით, შრომით და წვალებით მოდიოდა. ვფიქრობ, რომ ავჭალის მოსახლეობასთან ერთად საკმაოდ კარგ შედეგს დავდებთ.


- მოსახლეობის პრობლემებს რამდენად იცნობთ?


- რა თქმა უნდა, ვიცნობ. მთლიანად საქართველოსა და თბილისის მოსახლეობის პრობლემები იდენტურია, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ავჭალა გარკვეულწილად ცოტა მოშორებით მდებარეობს და განაპირა უბანია, საკმაოდ ცუდი სიტუაციაა სატრანსპორტო უზრუნველყოფის თვალსაზრისით, დამატებული ამას გზის საფარი და ის სხვადასხვა საკითხები, რომლებსაც მერიამ შეიძლება მას შემდეგ მიხედოს, როდესაც ბოიკოტის რეჟიმიდან გამოვა.


- გამარჯვების შემთხვევაში რა გეგმა გაქვთ?

 

- რასაკვირველია, გეგმის გარეშე საქმე მხოლოდ ამ წლების განმავლობაში კეთდებოდა. გეგმაზომიერად გვაქვს გაწერილი ყველაფერი და როცა უფრო ჩავერთვებით ამ პროცესში, დეტალურად მაშინ მოგახსენებთ ეტაპობრივი გეგმის მიხედვით,რასაც ვაპირებთ.


ჩვენ უბრალოდ დაპირებების რეჟიმში კი არა, არამედ იმ რეჟიმში შევალთ, როდესაც ავჭალის მოსახლეობასაც ქვეყნის შენების პროცესის მონაწილედ გავხდით. რჩეულების ხვედრია თუნდაც მუნიციპალიტეტებში ყოფნა და აქედან გამომდინარე, მოსახლეობის მასა გარიყულია. ხალხი ვერ გრძნობს, რომ ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა შეუძლია, მიუხედავად თავისი რესურსისა, რომ წარმატებით გამოადგეს სამშობლოს. მე შევეცდები, რომ ეს სტერეოტიპები დავანგრიო.


- კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებთ?

 

- რა გითხრათ ამ ეტაპზე, თუ არ მივედი, მოსახლეობას თუ არ შევხვდი, თუ არ გავიარეთ მათთან ერთად ეს პრობლემები, ჰაერზე რა ვილაპარაკო?! არ მინდა, ზეპირსიტყვაობის რეჟიმში ვიყო, პირიქით, მსურს საუბრის კონკრეტიზაცია და ამიტომ ვამბობ, რომ საერთო ჯამში პრობლემათა მონახაზს ვიცნობ, მაგრამ მინდა უფრო დეტალურად ჩაღრმავება - რა, როგორ და რანაირად.


- აქტიურ შეხვედრებს მოსახლეობასთან როდის დაიწყებთ?

 

- შეხვედრებს უკვე დავიწყებთ, მაგრამ უფრო აქტიურ რეჟიმში გადავალთ მას შემდეგ, რაც მთავარ შტაბთან გარკვეულ კონსულტაციებს დავამთავრებთ. ეს იქნება ალბათ ხვალიდან.


- სხვა კანდიდატებიდან სერიოზულ კონკურენტად ვინ მიგაჩნიათ?

 

- ჩემს კონკურენტებზე კარგის მეტი რა უნდა ვიფიქრო. მინდა, რომ ჯანმრთელი და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ღირსეულმა გაიმარჯვოს. ჩემთვის ყველა სერიოზული კონკურენტია, ვისაც აქვს რესურსი და უნარი, რომ მოსახლეობის ნდობა გაამართლოს.


მაია აბაიაძე

გაზეთი „რეზონანსი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016