reportiori.ge - ზაზა გაბუნია: „თბილისის მერი ჩვენი კანდიდატი დავით ნარმანია გახდება...“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:46
პრეს-დაიჯესტი
ზაზა გაბუნია: „თბილისის მერი ჩვენი კანდიდატი დავით ნარმანია გახდება...“
ავტორი:
13 მაისი, 2014. 17:52


ზაზა გაბუნია, რომელიც არც ოცნების" სიაშია და არც მაჟორიტართა შორის, არჩევნების შემდეგ შესაძლოა, მერიაში დაასაქმონ

 

ზაზა გაბუნია: „როცა მერიაშიც და საკრებულოშიც ერთი გუნდი იქნება, პოლემიკის საჭიროებას ვეღარ ვხედავ. ამიტომ გადავწყვიტე, უარი მეთქვა საკრებულოზე"


„დიდი ალბათობით, უმრავლესობაშიც „ქართული ოცნება" მოვა და თბილისის მერიც ჩვენი კანდიდატი დავით ნარმანია გახდება. ამ ვითარებაში, როცა მერიაშიც და საკრებულოშიც ერთი გუნდი იქნება, პოლემიკის საჭიროებას ვეღარ ვხედავ. ამიტომ გადავწყვიტე, უარი მეთქვა საკრებულოზე და მუშაობა გავაგრძელო იქ, სადაც მეტი საქმის კეთების შესაძლებლობა მექნება", - უთხრა „რეზონანსს" საკრებულოს აწ უკვე ყოფილმა წევრმა ზაზა გაბუნიამ.


„ქართულმა ოცნებამ" თბილისის მაჟორიტარების სია გამოაქვეყნა, მათ შორის არაა ზაზა გაბუნია. იგი ხაზგასმით ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება თვითონ მიიღო, რომ გუნდში რჩევა და მუშაობას სხვა უწყებაში გააგრძელებს. გაბუნია არ აკონკრეტებს, თუ რა თანამდებობას დაიკავებს. ამბობს, რომ კონსულტაციები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს და ეს ცნობილი მალე გახდება.


- დღეს საბოლოოდ გაირკვა „ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების სია, რომელშიც თქვენ არ ხართ. რატომ? ეს თქვენი გადაწყვეტილებაა?

 

- რატომ ფიქრობთ მაინცდამაინც ცუდზე?! საკრებულოს გარდა სხვაგანაც შეიძლება მუშაობა.


- ანუ, არც პარტიულ სიაში არ იქნებით? კოალიციაში რჩებით?

 

- საკრებულოში ოთხი ძალიან ნაყოფიერი წელი გავატარე. მერიას მართავდა გუნდი, რომელთანაც აქტიური პოლემიკის პირობებში ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო გარკვეული პოზიტიური შედეგებისთვის მიგვეღწია. მარტო ის რად ღირს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტი მივიღეთ, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მიუღია თბილისის საკრებულოს.


ახლა, დიდი ალბათობით, უმრავლესობაში „ქართული ოცნება" მოვა და თბილისის მერიც ჩვენი კანდიდატი დავით ნარმანია გახდება. ამ ვითარებაში, როცა მერიაშიც და საკრებულოშიც ერთი გუნდი იქნება, პოლემიკის საჭიროებას ვეღარ ვხედავ. ამიტომ გადავწყვიტე, უარი მეთქვა საკრებულოზე და მუშაობა გავაგრძელო იქ, სადაც მეტი საქმის კეთების შესაძლებლობა მექნება.


რა თქმა უნდა, ყველაფერი შეთანხმებულია „ქართული ოცნების" ლიდერებთან და მთლიანად გუნდთან.


- აღნიშნეთ, რომ საკრებულოში ძალიან საინტერესო ოთხი წელი გაატარეთ. ისიც თქვით, რომ პარტიულ და მაჟორიტარების სიაში თქვენი ნებით არ ხართ... თუ ასეთი საინტერესო იყო საკრებულოში მუშაობა, მაშინ თბილისის საკრებულოს დეპუტატობაზე უარს რატომ ამბობთ?

 

- იმ პერიოდში იყო საინტერესო. მერიას მართავდა გუნდი და გვქონდა შანსი, რომ მისთვის რაღაც-რაღაცები დაგვეთმობინებინა.  მოგვიანებით უმრავლესობა კი მოვიპოვეთ, მაგრამ მერიაში სხვა გუნდი იყო და ამ რესურსს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის სასარგებლო საქმის კეთებისთვის ვიყენებდით. ახლა, მაღალი ალბათობით, მერიაშიც და საკრებულოშიც ერთი გუნდი მოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლემიკის დრო დასრულდა და საქმის კეთების დრო დადგა.


- ხშირად არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ ოპოზიციაში ყოფნა და სხვისი კრიტიკა უფრო კომფორტულია. პასუხისმგებლობას ხომ არ გაურბიხართ?

 

- პასუხისმგებლობას რომ გავურბოდე, არ ვილაპარაკებდი იმაზე, რომ იმ უწყებაში მივდივარ მუშაობის გასაგრძელებლად, სადაც მეტი საქმის კეთების შესაძლებლობა მომეცემა. პასუხისმგებლობას კი არ გავურბივარ, პირიქით, უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება მინდა და უფრო მეტი საქმის კეთება და ამიტომ ვთქვი საკრებულოზე უარი.


- დიდი ხანია, რაც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ?

 

- ამის სურვილი დიი ხნის წინ გამოვთქვი, მაგრამ ერთპიროვნული გ.ადაწყვეტილება არ მიმიღია. ამის შესახებ ვაცნობე გუნდს და ერთობლივად მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება. როდესაც ნარმანია თბილისის მერობის კანდიდატად დასახელდა, ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მაშინ მივიღე, მაგრამ ამის მერე კონსულტაცია გუნდთანაც ხომ უნდა გამევლო?! საბოლოოდ რამდენიმე დღის წინ ჩამოვყალიბდით.


- თქვით, რომ საქმის კურსში გუნდი ჩააყენეთ. კონკრეტულად ვის აცნობეთ?

 

- ისეთი რაღაცების თქმას მთხოვთ, რაც კარგი სალაპარაკო თემა არ არის. კოალიციას ჰყავს ხელმძღვანელობა. ვინც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კოალიციაში, რა თქმა უნდა, საქმის კურსში ისინი ჩავაყენე. დასამალი არაფერია, მაგრამ ჯერჯერობით დეტალების თქმა არასწორად მიმაჩნია.


- სად იქნებით, სად გააგრძელებთ მუშაობას?

 

- ამას ჯერ ვერ გეტყვით. ყველაფერს მოგვიანებით გაიგებთ. ჯერ ამაზე გუნდში საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის. შესაბამისად, უფლებამოსილი არ ვარ, რომ ამაზე რამე გითხრათ.

არის საუბარი რამდენიმე ვარიანტზე. არიან უფლებამოსილი პირები, რომლებიც ამაზე განცხადებას გააკეთებენ, რის შემდეგ ამას მეც დავადასტურებ.


- თქვენ მომავალ თანამდებობაზე „ოცნების" ლიდერებთან მართავთ კონსულტაციებს, თუ რომელიმე სხვა დონეზე მიმდინარეობს საუბარი?

 

- ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ ცნობილი ხდება ხოლმე, რა თქმა უნდა, კოალიციის ლიდერებს უკავშირდება. გადაწყვეტილება მათთან მსჯელობისა და კომუნიკაციის შემდეგ გახდება ცნობილი.


- თქვენ თვითონსად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი? როგორ ფიქრობთ, რომელ სფეროში შეგიძლიათ ქვეყნისთვის სარგებლის მოტანა?

 

- იგივე კითხვას მისვამთ. ვერ გეტყვით, წინასწარ ლაპარაკი არასწორად მიმაჩნია.


- კონკრეტული უწყების შესახებ არ გეკითხებით. თქვენი აზრით, რომელ სფეროში შეგიძლიათ სარგებლის მოტანა გუნდისთვის?

 

- სადაც გუნდი გადაწყვეტს.


- სანამ გუნდი გადაწყვეტს, თქვენს პოზიციას არ ამჟღავნებთ?

 

- მე რასაც ვფიქრობ, მათ ვეუბნები, მაგარმ ეს არის შიდა საუბრები და არა მედიის საშუალებით. რასაც გუნდში ვსაუბრობთ, იმას გარეთ ჯერ ხომ ვერ გამოვიტანთ?!


- მერიაში ხომ არ გსურთ მუშაობის გაგრძელება?

 

- თქვენი გაზეთის დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამას ჯერ ვერ გეტყვით. არც დაგიდასტურებთ ამას და არც უარვყოფ.


- მაჟორიტარების სიაში ირაკლი შიხიაშვილიც არ არის. ადასტურებთ, რომ „ქართულ ოცნებაში" ისიც რჩება?

 

- ყველაფერს ჩემზე ვერ გეუბნებით და სხვაზე მითუმეტეს ვერაფერს გეტყვით. ამაზე თავად შიხიაშვილი ილაპარაკებს.


იაგო ნაცვლიშვილი

გაზეთი „რეზონანსი"

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016