საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები გუნდი პრემიერ-ლიგის 1/2 ფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ ეს ქართული გუნდის სატელევიზიო ლიგის ნახევარფინალში მოხვედრის პირველი შემთხვევაა.
საქართველოს ნაკრებმა 16-კაციანი შემადგენლობით იასპარეზა და 1/4 ფინალში 6-გუნდიან ქვეჯგუფში მიიღო მონაწილეობა.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ საქართველო ღირსეულად წარმოგვეჩინა, გუნდი მოტივირებული იყო გამარჯვებისთვის და ყველანაირი პირობა გვქონდა შექმნილი, რისთვისაც მადლობას ვუხდით ბატონ მიხეილ ხუბუტიას", - განაცხადა გუნდის ხელმძღვანელმა სოფო ბანძავამ.
ცნობისთვის: პრემიერ-ლიგის შეხვედრები რუსული „პირველი არხით" გადაიცემა. საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრებს "რუსეთში ქართველთა კავშირის" პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია აფინანსებს.
წყარო: http://frontnews.ge/