ლაო-ძი - ძვ.წ. VI საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსია, რომლის ვინაობა ზუსტად დადგენილი არ არის. თავად სიტყვა „ლაო-ძი" ნიშნავს მოხუც ფილოსოფოსს, მასწავლებელს. ამ ადამიანზე ათასგვარი ლეგენდა დადის. ამბობენ, რომ სიცოცხლის მიწურულს მან ხარზე ამხედრებულმა დატოვა სამშობლო და გადაიხვეწა. ამის შემდეგ მასზე არაფერი სმენიათ. ლაო-ძიმ კაცობრიობას დაუტოვა ფილოსოფიური თხზულება სახელად „დაო დე ძინი". ამ თხზულებამ საფუძველი ჩაუყარა ჩინეთის რელიგიურ-ფილოსოფიურ მიმდინარეობას დაოსიზმს. თავდაპირველად დაოსიზმი მხოლოდ ფილოსოფიური მიმდინარეობა იყო, მაგრამ ახ.წ. მეორე საუკუნეში წარმოიშვა რელიგია რომელსაც ასევე დაოსიზმი უწოდეს.
გთავაზობთ ლაო-ძის ციტეტებს:
1. სჯობს იყო რბილი გარედან და შიგნიდან მაგარი, ვიდრე გარედან მაგარი და შიგნიდან რბილი.
2. არასდროს განსაჯო ადამიანი მანამ, არ გაივლი გრძელ გზას მისი ქალამნებით.
3. თქვენ გმართავთ ის, ვინც გაბრაზებთ.
4. სიცოცხლე მოკლეა. არ დაკარგოთ დრო, ისიამოვნე მისით.
5. ვისაც გონია, რომ ჩაწვდა ყველაფრის არს, მან არაფერი იცის.
6. თუ ზომავთ თქვენს წარმატებებს სხვისი შექებით ან ძაგებით, თქვენი განაგაში იქნება უსასრულო.
7. მოგზაურობა ათას მილზე იწყება პირველი ნაბიჯით.
8. ღირსეულის კანონია - ქმენი კეთილი და არ იჩხუბო.
9. სიძნელეების გადალახვა იწყება მცირედან, ხოლო დიდი საქმეები პატარიდან. ვინაიდან სამყაროში სირთულეები წარმოიქმნება მცირედან, დიდი საქმეები კი პატარიდან.
10. იყავი ყურადღებიანი შენი ფიქრების მიმართ. ის არის საწყისი შენი ქმედების.