სპეციალისტებმა დაასახელეს ქალისთვის სამი ყველაზე მავნე პროფესია, რომელიც ჯანმრთელობას ყველაზე მეტ ზიანს აყენებს.
ყველაზე საშიშ პროფესიებში პირველ ადგილზეა მასწავლებელი.
პედაგოგებს პირველ რიგში, უზიანდებათ ხმის იოგები, მათში ყველაზე გავრცელებულ დაავადებად ანგინა ითვლება.
მეორე ადგილს იკავებს – მაღაზიის კონსულტანტი. მათ მთელი დღე უწევთ ფეხზე დგომა, საღამოსთვის კი ფეხები შუპდება და ჩნდება სიმძიმის შეგრძნება. ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის და შესაძლოა, თავი იჩინოს ისეთმა სერიოზულმა დაავადებამ, როგორიც არის – ვარიკოზი.
მთელი დღე ფეხზე დგომისას, კუნთები იჭიმება, რაც ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას. თავდაპირველად ფეხებზე ჩნდება ცელულიტი და ლურჯი „ბადე“, რასაც შემდეგ ვენების ვარიკოზულ გაგანიერებამდე მივყავართ.
მესამე ადგილს იკავებს ბორტგამცილებელი. მათ ყველაზე მეტი პრობლემა უჩნდებათ ფეხმძიმობის დროს.
ექიმები ორსულობის პირველ ტრიმესტრში თვითმფრინავით მგზავრობას ქალებს არ ურჩევენ, მათ კი გამუდმებით უწევთ ფრენა. ამ გადატვირთული გრაფიკის გამო ორსულობა მძიმე ფორმებში მიმდინარეობს.