გამოფენა, კულტურის სამინისტროს და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით,14 მაისს, 17:00 საათზე მოეწყობა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი დაესწრება.
ფოტოგამოფენის ორგანიზატორია კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანება და ლამისყანის ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლე-მუზეუმი.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ჯამბაკურ-ორბელიანთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი 55 ტილოზე გადატანილი ფოტოსურათი. გამოფენის დასრულების შემდეგ ნამუშევრები ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლე-მუზეუმის საექსპონატო ფონდს გადაეცემა.
ფოტოგამოფენა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში 25 მაისამდე გასტანს.
ღონისძიებაზე ასევე შედგება კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანების მიერ გამოცემული საინფორმაციო გზამკვლევის პრეზენტაცია, რომელშიც ჯამბაკურ-ორბელიანების მოღვაწეობისა და ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლე-მუზეუმის შესახებ არის ინფორმაცია თავმოყრილი.