14 მაისს ქართული მართმადიდებლური ეკლესია თამარობას აღნიშნავს. დილიდან ტაძრებში საღვთო წირვა-ლოცვა აღესრულება. განსაკუთრებული სადღესასწაულო ლიტურღია დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღესრულება, რადგან გადმოცემით, თამარ მეფემ სწორედ ამ ეკლესიაში დაიწერა ჯვარი.
თამარ მეფე მე-12-13 საუკუნეებში მოღვაწეობდა. იგი 12 წლის ასაკში ავიდა ტახტზე და 5 წლის განმავლობში მამასთან ერთად მართავდა ქვეყანას. ლეგენდის თანახმად, თამარი უდიდესი განძითურთ საიდუმლო ადგილას უნდა იყოს დაკრძალული გელათის მონასტერში, ქუთაისთან, დასავლეთ საქართველოში. ქართველ მკვლევართა მოსაზრებით თამარი გელათის ერთ-ერთ ნიშაში უნდა იყოს დამარხული.
მე-12 საუკუნის ლიტერატურული წყაროებიდან თამარ მეფეს უთქვამს: „ჩემთა წინაპართა მიწას, გელათის მონასტერს მიმაბარეთ მე...“. მეორე ჰიპოთეზის თანახმად, თამარი გელათის ახალ მონასტერში უნდა იყოს დაკრძალული. დღემდე მისი საფლავის მოკვლევა ვერ მოხერხდა.