reportiori.ge - ქართველი სამხედროები ავღანეთში მიემგზავრებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:26
საზოგადოება
ქართველი სამხედროები ავღანეთში მიემგზავრებიან
ავტორი:
20 აგვისტო, 2013. 20:11

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის სამშვიდობო ოცეული ISAF-ის მისიის შესასრულებლად რამდენიმე დღეში გაემგზავრება. სამშვიდობო ოცეული ავღანეთში მყოფ დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების გაძლიერებულ ოცეულს ჩაანაცვლებს.

ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ და ვიცე-პოლკოვნიკმა რიჩარდ ბრეიდმა სამშვიდობო ოცეულის სამხედროებს სიტყვით მიმართეს. მათ ოცეულის პირად შემადგენლობას მხნეობა, მათზე დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულება და სახლში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. ცერემონიალის დასასრულს სამშვიდობო ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები მე-13 ბატალიონის მოძღვარმა მამა გოჩამ დალოცა.

გაცილების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე, მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების საზღვაო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი რიჩარდ ბრეიდი და შეიარაღებული ძალების სხვა მაღალჩინოსნები დაესწრნენ.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016