მოსკოვში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა თეონა კონტრიძემ, რომელიც პროექტ „ორი ვარსკვლავის" ჟიურის წევრია, სოციალურ ქსელში მიღებული წერილი გაასაჯაროვა.
„არ გაგიტყდეს, მაგრამ ვერ გამუღამებ. ან რატო გაქვს ამხელა ამბიცია, შენ გგონია, ყველაზე მაგარი მომღერალი ხარ? ვინც გეუბნება, მომწონს შენი სიმღერაო, ისინიც პირიქით ფიქრობენ. უგემოვნო ხარ, ძალიან. გეტყობა, სექსი ძალიან მონატრებული გაქვს. ცოტა დაიკელი და კიდე რამე შანსი გექნება", - წერს ვინმე გელა მომღერალს.
წერილს მომღერალმა შემდეგი სიტყვებით უპასუხა: „აი, ასეთი წერილები მომდის ყოველ დღე ნაქები ქართველი რაინდებისგან... რა დედა გზრდით, ვაჟკაცებო? თქვენს თავს ახლა არ მირჩევნია ცირკთან მდგარი უვნებელი „პედერასტი"? - წერს კონტრიძე.
მუსიკოსი არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლების მიმართ ლოიალურად რომაა განწყობილი, ამას ხშრად აფიქსირებს საკუთარ სტატუსებში.
„აი იცით როგორი სოციუმი მიყვარს? შავები, გეები, ჩინელები, გოტები, ემოები, ებრაელი რაბინები პეისებით, ლესბები, ტრანსები, არაბი ქალები ჩადრებში, უბრალო ხალხი, ძალიან მსუქნები, პანკები, ჰიპები.... მოკლედ მრავალფეროვანი! რა სამწუხაროა, რომ ჩემ თბილისს ვერ ვიხილავ ასეთად ვერასოდეს... I love u !", - წერდა „facebook"-ის საკუთარ გვერდზე ცოტა ხნის წინ მომღერალი.