reportiori.ge - ყოფილი პატიმარი, გვანცა ყუფარაძე ნასამართლეობის მოხსნაზე უარს აცხადებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 13:30
სამართალი
ყოფილი პატიმარი, გვანცა ყუფარაძე ნასამართლეობის მოხსნაზე უარს აცხადებს
ავტორი:
21 აგვისტო, 2013. 00:01

ყოფილი პატიმარი გვანცა ყუფარაძე ნასამართლეობის მოხსნაზე უარს აცხადებს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და მის უსამართლოდ დასჯაზე საუბრობს.   
"მე, უარს ვამბობ სასჯელისა და ნასამართლეობის მოხსნაზე. თქვენთვის, არაფერს ნიშნავდა ჩემი ათეულობით განაცხადი, იურიდიული მიმართვები - სამართლებრივი შეფასებები: ადვოკატთა, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების მხრიდან. თქვენთვის არაფერს ნიშნავდა თქვენს სისტემურ იდეოლოგიას შეწირული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები. დღეს კი, რასაც სჩადიხართ - პრიმიტიული მარაზმია. პირადად მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, პოლიტიკოსს, არასდროს გაპატიებთ იმას, რაც საქართველოს, ქართველს ხალხს გაუკეთეთ. არ გაპატიებთ იმიტომ, რომ ქმედება უპატიებელია. ხოლო, როგორც ადამიანს - რა საკვირველია დიახ, გაპატიებდით, რომ გეთხოვათ, თავი სულ მცირე დამნაშავედ, მაინც, რომ გეგრძნოთ. პოზიციით, რომელზეც დგახართ, ვერასდროს შეიძენთ ფენიქსის ფუნქციას, რადგან გარდასახვას შინაგანი სიმძიმე ხელს უშლის, აღდგენის შესაძლებლობას არ აძლევს, თუმცა არსებობს ერთი რამ, რაშიც მე და თქვენ დღეს ერთ პოზიციაზე ვდგავართ: მე ვერ შევიცვლი ფერს, რადგან უკვე ვიცვალე, ამიტომ მენტალური რეგრესის დაუშვებლობა, ჩემთვის მთავარია. თქვენ კი ვერ იცვლით ფერს, რადგან შავ - თეთრი ხართ." - აღნიშნულია მიმართვაში. 
გვანცა ყუფარაძე 2006 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდა "უმიზეზოდ, დანით, ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით" თანაკლასელ თორნიკე ტყემალაძისათვის 33 ჭრილობის მიყენება. მას 10 წელი მიუსაჯეს (5 წელი ციხე და 5 წელი პირობითი სასჯელი). 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016