reportiori.ge - ექიმები კვერცხის ნაჭუჭის გამოყენებას გვირჩევენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 10:20
სხვადასხვა
ექიმები კვერცხის ნაჭუჭის გამოყენებას გვირჩევენ
15 მაისი, 2014. 11:15


უნგრელი მეცნიერების გამოკვლევით დადგინდა, რომ კვერცხის ნაჭუჭი 90% კალციუმის კარბონატს შეიცავს, რომელსაც ორგანიზმი ძალიან ადვილად ითვისებს. ამასთანავე იგი შეიცავს ორგანიზმისათვის აუცილებელ მიკროელემენტებს _ ფტორს, რკინას, მოლიბდენს, ფოსფორს და ა.შ. სულ 27 მიკროელემენტს.


კალციუმის ნაკლებობა, განსაკუთრებით ძვლებში, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რაც იწვევს რაქიტს, კბილების არასწორ ზრდას, მათ დაავადებას, ხერხემლის გამრუდებას ბავშვებში, ასაკოვან ადამიანებში ძვლების მსხვრევას. ხშირად გაცივებისადმი მიდრეკილებას, სისხლნაკლებობას, ალერგიას. კალციუმის უკმარისობა განსაკუთრებით ორსულობის დროს იჩენს თავს.


საკვებში კვერცხის ნაჭუჭის (დაფქული) დამატებამ კარგი შედეგი აჩვენა და ამასთან არანაირი გვერდითი მოვლენები არ აღინიშნა, მათ შორის ბაქტერიული დასნებოვნების.


ქათმის კვერცხის ნაჭუჭი ძალიან სასარგებლოა ბავშვებისათვის 1 წლის ასაკიდან დაწყებული. მათ ორგანიზმში ინტენსიურად მიმდინარეობს ძვლის ქსოვილის ჩამოყალიბების პროცესი, რისთვისაც აუცილებელია კალციუმით შევსება.


ბავშვობის ასაკში ნაჭუჭის დამატება კარგად მოქმედებს რაქიტისა და ანემიის წინააღმდეგ.


მიზანშეწონილია კვერცხის ნაჭუჭის მიღება ყმაწვილობის ასაკში 19-20 წლამდე.


პროფილაქტიკის მიზნით წელიწადში ორჯერ კვერცხის ნაჭუჭით მკურნალობა უნდა ჩაიტარონ მოზრდილებმა, რათა თავიდან ავიცილოთ ხერხემლის დაავადებები, კარიესი.


კვერცხის ნაჭუჭის გამოყენების მეთოდიკა მარტივია: კვერცხი წინასწარ გარეცხეთ თბილ წყალში საპნით, კარგად გაავლეთ და გაამშრალეთ. თუ პატარა ბავშვებისათვის უნდა გამოიყენოთ, მაშინ 5 წუთით ჩადეთ მდუღარე წყალში. ასეთი ნაჭუჭი ნაკლებ აქტიურია, მაგრამ უშიშრად შეიძლება მისცეთ ბავშვებს 1,5-დან 3 გრ-მდე, ყოველდღიურად. დაქუცმაცება შეიძლება სანაყში. ყავის საფქვავით დაფქვის შემთხვევაში სამკურნალო ეფექტი მცირდება. მიიღეთ დილით ხაჭოსთან ან ფაფასთან ერთად.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016