reportiori.ge - „სევილია“ ევროპის თასის მფლობელი გახდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 01:39
სპორტი
„სევილია“ ევროპის თასის მფლობელი გახდა
15 მაისი, 2014. 13:41

წუხელ, ტურინში ევროპის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ესპანური „სევილია" და პორტუგალიური „ბენფიკა" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გუნდებისთვის საკმაოდ დაძაბული და ნერვიული გამოდგა. პირველი ტაიმის ნახევარმა თითქმის უშეტევოდ ჩაიარა. ბოლო წუთებში პორტუგალიელებმა „სევილიაზე" წნეხი გაზარდეს, თუმცა მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხეს.



მატჩის მეორე ნახევარი შედარებით სანახაობრივი გამოდგა. გუნდებმა ტაიმის დასაწყისშივე სცადეს ანგარიშის გახსნა, თუმცა ტაბლოზე კვლავ არაფერი შეცვლილა. ბოლო 15 წუთი „ბენფიკას" შეტევებმა მოიცვა. ესპანელთა დაბომბვის მიუხედავად, მატჩისთვის განკუთვნილი ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა.

დამატებით დროშიც განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და მაყურებელს პენალტების სერიის ნახვის საშუალება მიეცა. „სევილიას" ოთხივე ფეხბურთელმა აუღებელი დარტყმით გაახვია ბურთი კარის ბადეში, „ბენფიკადან" კი ორმა ვერ გაიტანა. კარდოსოსა და როდრიგოს დარტყმულებზე ბეტუმ კარგი რეაქცია გამოავლინა. ესპანელები ევროპის თასს დაეუფლნენ.

„სევილია" - „ბენფიკა"   0:0  (პენალტები: 4:2)

„სევილია": ბეტუ, კოკე, ფასიო, კარიცო, მორენო, პარეხა, მბია, რაკიტიჩი, რეიესი (მარინი 78', გამეირო 103'), ვიტოლო (ფიგუერაში 110'), ბაკა.

მთავარი მწვრთნელი: უნაი ემერი

„ბენფიკა": ობლაკი, მაქსი პერეირა, ლუიზაო, გარაი, სიკუერა (კარდოსო 99'), ამორიმი, ანდრე გომეში, სულეიმანი (ალმეიდა 25'), გაიტანი (კავალიერო 119'), ლიმა, როდრიგო.

მთავარი მწვრთნელი: ჟერჟე ჟესუსი

მატჩის არბიტრი: ბრიხი (გერმანია)

პენალტების სერია: ლიმა - 0:1, ბაკა - 1:1, კარდისო 1:1, მბია - 2:1, როდრიგო - 2:1, კოკე - 3:1, ლუიზაო - 3:2, გამეირო - 4:2.

გაფრთხილებები: ფასიო (11'), მორენო (13'), სიკუერა (30'), კოკე (98'), ალმეიდა (100'). 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016