reportiori.ge - მონიკა ბელუჩის დიეტა - ყოველთვის იდეალურ ფორმაში რომ იყოთ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:39
სხვადასხვა
მონიკა ბელუჩის დიეტა - ყოველთვის იდეალურ ფორმაში რომ იყოთ!
15 მაისი, 2014. 14:07


გთავაზობთ ცნობილი მსახიობის მონიკა ბელუჩის დიეტას, რომლის კრედოა - ბალანსირებული კვება.


პირველი დღე. საუზმე: 1 ჭიქა იოგურტი ახალი ხილით. სადილი: მწვანილი, შენელებული ზეითუნის ზეთით (100გ), მოხარშული ძროხის ხორცი (200გ), ერთი ნაჭერი პური, ახალი კენკრა (150გ). ვახშამი: მოხარშული ბრინჯი (50გ) ყველით (10გ), ხილის ან ბოსტნეულის სალათა (100გ).


მეორე დღე. საუზმე: ჯემიანი ტოსტი, რძიანი (2,5%) ფინჯანი ყავა. სადილი: ორი კვერცხის ერბოკვერცხი, ორთქლზე მომზადებული ყაბაყი (200გ), ერთი ნაჭერი უხეშად დაფქული ხორბლის პური (40გ), ერთი ფორთოხალი. ვახშამი: ბოსტნეულის სალათა (100გ), მოხარშული უცხიმო ძროხის ხორცი (120გ), უხეშად დაფქული ხორბლის პური (50გ), ერთი ნებისმიერი ხილი.


მესამე დღე. საუზმე: ჯემიანი ტოსტი, ლიმონიანი მწვანე ჩაი, ერთი გრეიფრუტი. სადილი: ზეითუნის ზეთითა და კამით შეკაზმული მოხარშული კარტოფილი (200გ). ნაკლებცხიმიანი ყველი (100გ). ვახშამი: ზეითუნის ზეთითა და ტომატით შენელებული სპაგეტი (150გ), ერთი ნებისმიერი ხილი (გარდა ბანანისა და ხურმისა).


მეოთხე დღე. საუზმე: მაგარი ყველის ნაჭერი (40გ), ნატურალური იოგურტი თაფლით. სადილი: ზეითუნის ზეთით შენელებული მოხარშული ბრინჯი (50გ), ორთქლზე მომზადებული ყაბაყი (100გ), ხბოს მოხარშული ხორცი (100გ), უხეშად დაფქული ხორბლის პური (40გ), კენკრა (150გ). ვახშამი: უცხიმო თევზი (200გ), ზეითუნის ზეთით შენელებული ბოსტნეულის სალათა (150გ), უხეშად დაფქული ხორბლის პური (40გ), ვაშლი.


მეხუთე დღე. საუზმე: ჯემიანი ტოსტი, 1 ჭიქა ბოსტნეულის წვენი. სადილი: მცენარეული ზეთით შენელებული მწვანილის სალათა (200გ), მაგარი ხარისხის ხორბლის მაკარონი (100გ), ერთი მტევანი ყურძენი ან ერთი ფორთოხალი. ვახშამი: მცენარეული ზეთით შენელებული 50გ მწვანილი (კამა, ნიახური, ოხრახუში, ქინძი), ორთქლზე მომზადებული უცხიმო თევზი (200გ), ერთი ნებისმიერი ხილი.


არ დაგავიწყდეთ! ყოველდღე უნდა დალიოთ არანაკლებ 1,5-2 ლ სუფთა წყალი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016