ფოთში ახალი მედია-სახლი „ნიკოლაძის გზით" დაფუძნდა,რომელიც სამ მედია-კომპონენტს მოიცავს:გაზეთს,ინტერნეტ-გამოცემა www.nikoladzisgzit.ge და პრესკლუბს.
მედია-სახლის გახსნის პრეზენტაციას ფოთის მჟორიტარ დეპუატატ ეკა ბესელიასთან ერთად ქალაქში არსებული სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები,ბიზნეს წრისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მედია-სახლის ხელმძღვანელის ირაკლი ჭიჭინაძის განცხადებით,ეს მედია -სახლი საშუალებას მისცემს საზოგადოებას გამოთქვას საკუთარი აზრი მისთვის საინტერესო ნებისმიერი საკითხის ირგვლივ როგორც გაზეთის ფურცლებზე,ისე პრესკლუბის მეშვეობით.ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის და ღრმად გვწამს ,რომ მედია-სახლი „ნიკოლაძის გზით"უმოკლეს ვადაში დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ჩვენი ქალაქისა და რეგიონის მედია-სივრცეში.
მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მიულოცა ქალაქს მედია-სახლის დაფუძნება და გამოთქვა რწმენა,რომ მედია-სახლ „ნიკოლაძის გზით" ფუნქციონირებით საზოგადოება მიიღებს აქტუალურ ,ობიექტურ და მიუკერძოებელ ინფორმაციას."ქალაქში არსებობდეს მედია-სახლი მრავლისმთქმელია,სადაც ყველას ექნება საშუალება ისაუბროს,გამოხატოს თავისი აზრი.ეს არის საზოგადოებრივი ტრიბუნა,საიდანაც არაერთი პრობლემა გახმოვანდება"_აღნიშნა დეპუტატმა.