reportiori.ge - ნაცუ ბაშო 2014 მოულოდნელობებით გამოირჩა (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 06:48
სპორტი
ნაცუ ბაშო 2014 მოულოდნელობებით გამოირჩა (ვიდეო)
15 მაისი, 2014. 16:50

იაპონიაში ნაცუ ბაშო 2014 მიმდინარეობს. გუშინდელი დღე საკმაოდ დახუნძლული გამოდგა როგორც სანახაობრივი ორთაბრძოლებით, ასევე მოულოდნელი და მეტ-ნაკლებად სენსაციური შედეგებით.



პირველი მარცხი იწვნია ბაშოზე იოკოძუნა კაკურიუმ. იგი იაპონელთა ამომავალმა ვარსკვლავმა მე-4 მაეგაშირა ენდომ იორიტაოშით გადაისროლა დოჰიოდან დარბაზში. ასევე მარცხი განიცადა ორივე იაპონელმა ოძეკიმ: კისენოსატომ და კოტოშოგიკუმ.



სანიაკუს ბინადართაგან დაუმარცხებელი მხოლოდ იოკოძუნა ჰაკუჰო შემორჩა ბაშოს. მასთან ერთად ოთხი რიგითი მაეგაშირა აგრძელებს წაუგებელ ასპარეზობას. ოთხივე მათგანი იაპონელია: ამინიშიკი (მე-3), ტაკაიასუ (მე-8), ჯოკორიუ (მე-12) და კიტატაიკი (მე-13).



აქვე აღსანიშნავია, რომ დღეს გაგამარუს მეტოქე ჩინელი მე-15 მაეგაშირა სოკოკურაი იქნება. თეიმურად ჯუღელმა ორი ორთაბრძოლა მოიგო და ბალანსი გამოისწორა - 2-2. ტოჩინოშინის მეტოქე კი 22 წლის ახალბედა სუმოისტი კავაბატა გახლავთ. ლევან გორგაძე დივიზიონის მე-6 ნომერია და ელიტურ მეორე დივიზიონში დასაბრუნებლად იბრძვის.

გთავაზობთ ნაცუ ბაშოს გუშინდელი დღის სრულ ვიდეო-მიმოხილვას:

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016