5 მაისს ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ბიონსეს და, სოლანჟი, ჯეი ზის თავს ესხმის. ლიფტთან გადაღებულმა ამ კადრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. გაჩნდა მოსაზრება, რომ ბიონსეს და ჯეიზის ოჯახი კრიზისშია. დღეს ვრცელდება ბიონსეს მიმართვა სკანდალურ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით:
„ საზოგადოებისთვის სპეკულაციის საგანი გახდა ლიფტთან გადაღებული კადრები, ყველა ცდილობდა გაერკვია თუ რამ გამოიწვია ეს სამწუხარო ინციდენტი. ჯეიმ და სოლანჟმა მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღეს. მათ ერთმანეთს ბოდიში მოუხადეს და ჩვენ ერთად საცხოვრებლად გადავედით. განცხადებები, რომ სოლანჟი ალკოჰოლის ზემოქმედების ქევშ იყო, სიცრუეა. ყველა ოჯახს აქვს პრობლემები და ჩვენც არ განვსხვავდებით. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და ოჯახი ვართ. ეს ინციდნეტი უკანა პლანზე გადავწიეთ და იმედი გვაქვს, სხვებიც ამას გააკეთებენ"
ბიონსე და ჯეიზი ყველაზე გავლენიან წყვილად მიიჩნევა.
იხილეთ ვიდეო.
წყარო: ELLE