ეროვნული საკალათბურთო ასოციაციაში ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვა. წარმატებას ლიგის მოქმედმა ჩემპიონებმა „მაიამი ჰიტმა" და „სან ანტონიო სპურზმა" მიაღწიეს.
„მაიამიმ" „ბრუკლინ ნეტსი" 96:94 დაამარცხა და სერია 4:1 მოიგო. „სან ანტონიომ" კი „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს" 104:82 სძლია და სერიაში მანაც 4:1 იმარჯვა.
დასავლეთ კონფედერეციის ფინალურ სერიაში „სან ანტონიოს" მეტოქე „ოკლაჰომა სიტი სანდერი" იქნება, რომელმაც ნახევარფინალში „ლოს ანჯელეს კლიპერსი" 98:104 დაამარცხა, სერიაში კი 2:4 იმარჯვა.
აღმოსავლეთ კონფედერეციის ფინალში კი „მაიამის" მეტოქე „ინდიანა" იქნება, რომელმაც „ვაშინგტონი" 80:93 დაამარცხა და სერიაში 2:4 იმარჯვა.
დასავლეთ კონფედერეციის ფინალი:
„ოკლაჰომა" - „სან ანტონიო"
აღმოსავლეთ კონფედერეციის ფინალი:
„მაიამი" - „ინდიანა"