reportiori.ge - ბეილი „რეალში“ საკუთარი პირველი სეზონით კმაყოფილია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 08:37
სპორტი
ბეილი „რეალში“ საკუთარი პირველი სეზონით კმაყოფილია
16 მაისი, 2014. 15:21

უელსის ნაკრების თავდამსხმელმა გარეტ ბეილმა კრიშტიანუ რონალდუსთან ურთიერთობაზე ისაუბრა, ასევე შეაფასა „რეალის" მაისურით მისი პირველი სეზონი.



შეგახსენებთ, რომ ბეილი რეალში გასული წლის ზაფხულში გადავიდა. გავრცელებული ხმებით, მის სანაცვლოდ მადრიდელებმა 100 მილიონი ევრო გადაიხადეს, რაც რეკორდული სატრანსფერო ღირებულებაა.



ამხელა თანხამ გარკვეული კრიტიკა გამოიწვია მისი მისამართით, თუმცა გარეტმა დაამტკიცა, რომ კრიშტიანუსთან ერთად შეუძლია გახდეს კლუბის ერთ-ერთი ლიდერი. უელსელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 42 ჩატარებული მატჩი, 20 გატანილი გოლი და 19 საგოლე გადაცემაა.



„ვფიქრობ, რომ პირველი ნაბიჯი, რომელიც მადრიდში გადავდგი, კარგი იყო. რონალდუ ძალიან დამეხმარა, რათა დროულად გამეარა ადაპტაცია და დავხმარებოდი გუნდს. კრიშტიანუ კარგი ბიჭია, რომელიც მუდამ ეძებს საუკეთესო გზებს გუნდისთვის. ის დიადი ფეხბურთელია, რომელთან ერთად თამაშიც სიამოვნებაა", - განაცხადა ბეილმა.


შეგახსენებთ, რომ „რეალი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც თავის თანაქალაქელ „ატლეტიკოს" დაუპირისპირდება. ასე რომ, ბეილს კარგი შანსი აქვს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებული გახდეს. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016