ლიონელთა ლეგენდა ჟუნინიო პარნამბუკანო გუნდის მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატია. შეგახსენებთ, „ლიონი" რემი გარდის შემცვლელს ეძებს, რომელსაც კონტრაქტი ეწურება.
ამჟამინდელი მწვრთნელის შემცვლელად 39 წლის ჟუნინიო მოიაზრება, რომელმაც კარიერა მიმდინარე წლის დასაწყისში დაასრულა.
„ლიონის" პრეზიდენტმა ოლამ მითხრა, რომ ჩემი გვარი 3-4 კანდიდატს შორის ფიგურირებს. ერთი კვირის, ან 10 დღის განმავლობაში ჩვენ კიდევ განვიხილავთ ამ საკითხს.
სიმართლე გითხრათ, არ ველოდი კლუბის პრეზიდენტის ზარს. არასოდეს დამიმალავს, რომ მსურს მწვრთნელობა, რადგან ვგრძნობ, რომ ამ სფეროში მუშაობას შევძლებ", - განაცხადა ჟუნინიომ RMC-თან ინტერვიუში.
საჯარიმო დარტყმების დიდოსტატი „ლიონის" მაისურით 2001-დან 2009 წლამდე თამაშობდა, სადაც 248 მატჩი ჩაატარა და 75 გოლის გატანა მოახერხა.